შპს “ახალი ქსელები” აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტაჟიორის პოზიციაზე:
პროგრამის აღწერა:
- პროგრამა მოიცავს ერთიდან სამ თვემდე ანაზღაურებად სტაჟირებას.
- განმავლობაში გაეცნობით და შეიძენთ საფუძვლიან ცოდნასა და გამოცდილებას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიც არის: პერსონალის შერჩევის, დოკუმენტური ადმინისტრირების, პერსონალის განვითარების პროცესებში, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მოთხოვნები:
- მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები, ახალ კურსდამთავრებულები. (უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგიის მიმართულებას;)
- სავალდებულოა MS Office ცოდნა ძალიან კარგად;
- პროფესიონალური მიმოწერის წარმოების უნარი;
- ენების ცოდნა: ქართული თავისუფლად, სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა კარგად;
- დაგეგმვის უნარი – შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა და დროში სწორად გადანაწილება;
- კონფიდენციალური და საქმიანი სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;
- დატვირთულ და მცირე დროის პირობებში მუშაობის უნარი, სტრესისადმი გამძლეობა;
- ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
- გუნდური მუშაობა;
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ,, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტაჟიორება“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.