ერნესტ ჰემინგუეი – შემოქმედებითი პროცესი

ლიტერატურული გვერდი

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემოქმედების შესახებ ვისწავლე, ისაა, რომ ზედმეტი არ უნდა წერო. ყოველთვის დაიტოვე ცოტა შემდეგი დღისთვის. მთავარია, იცოდე როდის უნდა გაჩერდე. როცა საინტერესო ადგილს მიუახლოვდები და იცი, რაც უნდა მოხდეს შემდეგ, უნდა შეჩერდე, შეისვენო და საშუალება მისცე შენს ქვეცნობიერს, დაამუშაოს თემა.

მეორე დღეს, კარგად გამოძინებულზე, შეგიძლია ყველაფერი გადაწერო, რაც წინა დღეს შექმენი და იმ ადგილიდან გააგრძელო, სადაც შეჩერდი, მაგრამ როცა შემდეგ კულმინაციურ მომენტს მიუახლოვდები, კვლავ შეჩერდი. ამ მეთოდის წყალობით შეძლებ ისე წერო, რომ არსად „გაიჭედო“ თან კი ნაწარმოები საინტერესო გამოგივიდეს.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

ნუ დაკარგავ შემოქმედების სურვილს, იმ მექანიკური სამუშაოს გამო, რომელიც მას თან ახლავს. ეს ის არის, რასაც ვერ გაექცევი. „მშვიდობით იარაღო“ თხუთმეტჯერ გადავწერე. ყველა ნაწარმოების პირველი სახე ნაგავია, უნდა დაამუშაო, იმისთვის, რომ რამედ ივარგოს. შემოქმედების დასაწყისში ნაწარმოები შენ უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებს, ვიდრე მკითხველს, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ სწორედ შენი მოვალეობაა, მკითხველმა შენ მიერ მოთხრობილი ამბავი ისე აღიქვას, თითქოს თავს გადახდა და არა ისე, როგორც რაღაც, რაც უბრალოდ წაიკითხა. როცა ამას ახერხებ, მკითხველი იღებს მთელ სიამოვნებას, შენ კი აღარ. გიწევს მძიმე მუშაობა და რაც უფრო უკეთ წერ, სამუშაო მით უფრო მძიმდება, ვინაიდან ვალდებული ხარ, შენი ყოველი ახალი ნაწარმოები წინაზე უკეთესი იყოს. მე ბევრი რამის კეთება მეხერხება წერაზე უკეთ, მაგრამ როცა არ ვწერ, თავს საშინლად ვგრძნობ. ყოველი ათი ნაწარმოებიდან, რომელსაც ვწერ, მხოლოდ ერთი ვარგა, დანარჩენი ცხრის გადაგდება მიწევს.

არასოდეს გაეჯიბრო ცოცხალ მწერლებს, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გაქვს, არიან თუ არა ისინი კარგი მწერლები. ყოველთვის მკვდარი მწერლები აირჩიე მეტოქეებად. ისეთები, რომლებიც იცი, რომ კარგები არიან. როცა შეძლებ ისინი უკან ჩამოიტოვო, გეცოდინება, რომ სწორი გზით მიდიხარ. უნდა წაიკითხო ყველა შედევრი, რათა წარმოდგენა გქონდეს იმის შესახებ, რა დაიწერა და ითქვა შენამდე. ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, უფლება გაქვს მოიპარო სხვისი იდეა, თუ მისი გაუმჯობესება შეგიძლია, მაგრამ არასოდეს მიჰბაძო ვინმეს. სტილი ფაქტის აღწერის უხერხული მანერაა, რომელიც ყველა მწერალს საკუთარი უნდა ჰქონდეს.

immersion_items_9403

იხილეთ ასევე: ალბერ კამიუ – ცხოვრების სიყვარული

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები