რვა ერაყელ სტუდენტს, რომლებიც ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბინადრობის უფლება შეუჩერა. ბინადრობის ნებართვის შესახებ უარი სტუდენტებმა გასული წლის 25 დეკემბერს მიიღეს.
მათივე განმარტებით, სამინისტროში უარის მიზეზად ის განმარტება მიიღეს, რომ სახელმწიფოსთვის საშიშროებას წარმოადგენენ.
“ჩვენ უკვე მესამე კურსის სტუდენტები ვართ და თუკი აქამდე არ ვიყავით საშიში, ახლა რატომ ვართ? ეს ხომ აბსურდია და ყოველგვარ რეალობას მოკლებული,” – აცხადებს ერაყელი სტუდენტი მუსტაფა პარაღოლი.
☼ გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼
სტუდენტების თქმით, სამინისტროს მხრიდან უარის მიღების შემდეგ მათ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მიმართეს. როგორც ისინი განმარტავენ, უნივერსიტეტში მათ დახმარებას ერთი კვირის განმავლობაში დაჰპირდნენ. თუმცა, ამ ვადის გასვლის შემდეგ მათ დახმარებაზე საბოლოდ უარი და რჩევა მიიღეს, რომ ევროპის უნივერსიტეტებისთვის მიემართათ.
სტუდენტები განმარტავენ, რომ საქართველოში ბინადრობის უფლების უარის შემთხვევაში სამი წლის განმავლობაში უნივეტრსიტეტში გადახდილი თანხაც და დროც დაეკარგებათ.
წყარო: kutaisipost.ge