ალბერ კამიუ – ცხოვრების სიყვარული

ლიტერატურული გვერდი

კაფეებისა და გაზეთების გარეშე რთული იქნებოდა მოგზაურობა. გაზეთი, რომელიც ჩვენს ენაზეა დაბეჭდილი, ადგილი, სადაც შეგვიძლია სხვებთან ერთად დავისვენოთ, საშუალებას გვაძლევს მოვაწყოთ იმის იმიტაცია, თითქოს ჩვენს ახლობელ ადამიანებს ვეკონტაქტებით, რომლებიც დისტანციის გამო ისე აღიქმებიან, თითქოს უცხონი იყვნენ ჩვენთვის. ის, რაც მოგზაურობას ღირებულებას ანიჭებს, შიშია. ეს შიში ჩვენს შინაგან სტრუქტურას არღვევს – აღარ შეგვიძლია ვისხდეთ ერთ ოთახში – ოფისში, სამუშაო მაგიდასთან, რათა ამ გზით დავიცვათ თავი იმ ტკივილისგან, რომელიც მარტოობას მოაქვს.

ყოველთვის მსურდა დამეწერა ნაწარმოები, რომლის გმირიც იტყოდა: „რას ვიზამდი ოფისი რომ არ მქონდეს?“ ან – „ჩემი ცოლი გარდაიცვალა, მაგრამ ხვალ ოფისში უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი.“ მოგზაურობა ამგვარი ბორკილებისგან გვათავისუფლებს. ჩვენთვის ახლობელი ადამიანებისგან, ენისგან მოშორებით ყოფნა, ნაცნობ საზოგადოებაში მორგებული ნიღბის მოშორება ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალებას გვაძლევს. ამავდროულად ყველა დეტალს, საგანს თუ ნივთს აზრი ემატება, სიმბოლო ხდება, თითქოს მთელი არსი მათში ირეკლება, რადგან ამავდროულად სწორედ ეს საგნები ირეკლავენ მოცემულ მომენტში ჩვენს ცხოვრებას.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

აღუწერელი სიამოვნებაა იმის გაცნობიერება, რომ შეგვიძლია გემო ჩავატანოთ სიტუაციის მიერ მოულოდნელად შემოთავაზებულ საჩუქრებსა და ურთიერთსაწინააღმდეგო ინტოქსიკაციებსაც კი.

ცხოვრება ხანმოკლეა და დროის ფლანგვა დაუშვებელია. მე აქტიურ ადამიანს მიწოდებენ, მაგრამ აქტიურობაც შეიძლება იყოს დროის ფლანგვა, თუ ამ მომენტში საკუთარ თავს ჰკარგავ. მაშინ როგორ უნდა იცხოვრო? თუკი ყურს მივუგდებ ირონიულ ხმას, რომელიც ყველაფრის მიღმა იმალება, შემიძლია გარკვევით გავიგო – „იცხოვრე ისე, თითქოს…“

სამწუხაროდ სულ ესაა, რაც ჯერ-ჯერობით ჩამესმის.

meursaultinvestigation-daoud-650

იხილეთ ასევე: ალბერ კამიუ ხასიათის სიმტკიცის შესახებ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები