სტუდენტების საახალწლო საჩუქარი თავშესაფარში მყოფ ბავშვებს

სტუდენტური ცხოვრება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით ულამაზესი და უსაყვარლესი პატარები ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, ღია ტიპის სადღეღამისო ცენტრ-თავშესაფრიდან “ბეღურები” და დღის ცენტრიდან “ცისარტყელა”, ესტუმრნენ Domino’s Pizza–ს  და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ–მაყურებელთა თეატრს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

პატარებისთვის დღემ საკმაოდ ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა, დააგემოვნეს უგემრიელესი პიცა და დაესწრნენ სპეკტაკლს „მე ვხედავ მზეს“. აღნიშნულ პროექტში ილიაუნის თვითმმართველობას დახმარება გაუწია Domino’s Pizza–მ და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ–მაყურებელთა თეატრმა, ხოლო მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღო მიკროავტობუსების კომპანიამ.

იხილეთ ფოტოები:

1 2  4  6

3

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები