უმაღლესი განათლება ავსტრიაში

გაცვლითი პროგრამები

“ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციამ” წამოიწყო პროექტი “სწავლა ავსტრიაში”. პროექტის მიზანია ავსტრიაში სწავლის მსურველებს ქართულ ენაზე მიაწოდოს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია ავსტრიაში უმაღლესი განათლების მიღების შესახებ.

“პროექტის იდეა გაჩნდა იმ უამრავი შეკითხვის შემდეგ, რომლებსაც ჩვენი ასოციაცია საქართველოსა და ავსტრიაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან იღებს. გადავწყვიტეთ, ეს შეკითხვები და მათი პასუხები მონაცემთა ერთ ბაზაში გაგვეერთიანებინა და ეს კომპაქტურად შეკრული ინფორმაცია ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა”, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

  ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼  

“ავსტრიის ქართელ სტუდენტთა ასოციაციის” ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემთა ბაზა არის მათი პირადი რესურსებით შექმნილი და არა რომელიმე ოფიციალური უწყების.

პროექტის ავტორები გეგმავენ ინფორმაციის პერმანენტულ განახლებას, მონაცემების განვრცობასა და ახალი საკითხების დამატებას. თუ დაინტერესებული პირი მისთვის სასურველ ინფორმაციას ბაზაში ვერ ნახავს, შეუძლია დაუკავშირდეს პროექტის ავტორებს და ისინი შეეცდებიან ნებისმიერ კითხვაზე მოიძიონ პასუხი.

იხილეთ ასევე: სწავლის დაფინანსება აშშ-ში

წყარო: goodnews.on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები