ალბერ კამიუ ხასიათის სიმტკიცის შესახებ

ლიტერატურული გვერდი

ჩვენ წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ ვიცით რომ მაქსიმალურად უნდა უარვყოთ ეს წინააღმდეგობები და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც საჭიროა მათ შესამცირებლად. ჩვენი, როგორც ადამიანების მთავარი ამოცანა არის რამდენიმე პრინციპის პოვნა, რომლებიც თავისუფალი სულის მუდმივ ტანჯვას შეამსუბუქებს. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სამართლიანობა მართლა არსებობს ამ უსამართლო სამყაროში, მივცეთ ბედნიერებას რეალური დატვირთვა, მაშინ, როცა ადამიანები უბედურებისგან იწამლებიან საუკუნეების განმავლობაში. ეს ზეადამიანური ამოცანაა, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მისი შესრულება დიდ დროს მოითხოვს (და არა იმას, რომ შეუძლებელია).

მოდი, შევიცნოთ ჩვენი მიზნები, რომელთაც ხშირად კომფორტის სახე აქვთ მორგებული იმისთვის, რომ მოგვადუნონ. პირველ რიგში სასოწარკვეთაში არ უნდა ჩავვარდეთ. ნუ დავუგდებთ ყურს მათ, ვინც ამტკიცებს, რომ სამყაროს მალე ბოლო მოეღება. ცივილიზაციები ასე ადვილად არ კვდება და ჩვენი სამყარო რომც ჩამოინგრეს, ის ამ საქმეში პირველი სულაც არ იქნება. რა თქმა უნდა, მართალია, რომ ტრაგიკულ დროებაში გვიწევს ცხოვრება. მაგრამ ბევრი ადამიანი ტრაგიზმსა და სასოწარკვეთას ერთმანეთში ურევს. ტრაგედია, როგორც ლოვრენსმა თქვა, არის იერიშის მიტანა უბედურებაზე.

თუ გვსურს გონების გადარჩენა, მის დაღვრემილ, მოსაწყენ მხარეზე უარი უნდა ვთქვათ და მის სიძლიერეზე, საოცარ შესაძლებლობებზე გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენი სამყარო მოწამლულია საკუთარი უბედურებით და ეფლობა მასში. ის ალყაშია მოქცეული იმ ბოროტების მიერ, რომელსაც ნიცშე დეპრესიის სულს უწოდებს.

  ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼  

აუცილებელია ამას წინ აღვუდგეთ, მაგრამ სადაა ჩვენი გონების სიძლიერე, რომელსაც შეუძლია ამ ყველაფერთან შერკინება? ნიცშემ გონების ამ შესაძლებლობას დეპრესიული სულის მოკვდავი მტერი უწოდა. ნიცშესთვის დეპრესიულ სულთან მებრძოლ მეომრებს შემდეგი სახელები ჰქვია: ხასიათის სიმტკიცე, კლასიკური ბედნიერება, მკაცრი სიამაყის შეგრძნება, გულგრილი განსჯის უნარი.

ეს მახასიათებლები დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება და ყოველ ჩვენგანს იმ თვისების არჩევა შეუძლია, რომელიც მას მეტად ერგება. მე კი მინდა მათგან გამოვყო ხასიათის სიმტკიცე, რომელსაც შეუძლია აღუდგეს ყოველგვარ ქარიშხალს და გადალახოს ყველანაირი დაბრკოლება. მტკიცე ხასიათს შეუძლია მყინვარე ზამთარში ჩანთქმულ ქვეყნიერებას ნაყოფი გამოასხმევინოს.

swwwwwwwwwwwwwwwwwww

იხილეთ ასევე: ალბერ კამიუ ბედნიერებისა და სიყვარულის შესახებ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები