კვირას, 27 დეკემბერს მთაწმინდის პარკმა Tbilisi Flea Market-ს (თბილისის „ძველმანების ბაზარი“) უმასპინძლა. ვინც ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ Tbilisi Flea Market- ეს არის ადგილი ნებისმიერი ჩვენგანისათვის რამე განსაკუთრებულის აღმოსაჩენად; ადგილი, სადაც შესაძლებელია მრავალი ღირებული ნივთის პოვნა. სიამოვნებას მოგანიჭებთ ასევე უჩვეულო და მოულოდნელ საგნებთან შეხვედრა. მონაწილეობა კი ყველა მსურველს შეუძლია.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ამჯერად Tbilisi Flea Market-ზე საახალწლო თემატიკა ჭარბობდა, რაც სრულიად ბუნებრივია. რამდენიმე დღეში ხომ ახალი, 2016 წელი შემოაღებს კარს. თუმცა, ტრადიციულად, ბევრი იყო უჩვეულო ხელნაკეთი ნივთები, ტანსაცმელი, აქსესუარები, სათამაშოები და ა.შ. ბაზრობა 12 საათზე დაიწყო და 18 საათამდე გაგრძელდა.
ბაზრობას ძირითადად ახალგაზრდები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, სტუმრობდნენ. ყველაფერთან ერთად მთაწმინდაზე მათ ცხელი გლინტვეინი, თბილი მუსიკა და საუკეთესო საახალწლო განწყობა დახვდათ.
მოდით,თვალი გადავავლოთ როგორი იყო 27 დეკემბრის Tbilisi Flea Market და როგორი შთაბეჭდილება დარჩათ სტუმრებს.
ნუცი ხაბეიშვილი, სტუდენტი, სწავლობს თეატრმცოდნეობას.
მარიამ დვალიშვილი, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მოეწონათ ბექასა და ნენსის ნახატები.
ხატია ინასარიძე, სტუდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
-როგორ მოგეწონა დღევანდელი Flea Market?
-ძალიან კარგია. მომეწონა ეს პატარა სათამაშო და შევიძინე კიდეც და ეს “პოუსთკარდი“. რაც მთავარია ჩემთვის, ამ ყველაფერს ბავშვები თავისი ხელით აკეთებენ და ეს ძალიან დასაფასებელია.
მარიამ ქაჯაია, აბიტურიენტი. შეიძინა თეთრი გვირგვინი, რომელიც იქვე მოირგო და ფოტოს გადაღებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
ნატუკა ბაზღაძე, ვარდო აფანასევი. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. ძალიან მოეწონათ და შეიძინეს კომიქსების გმირების პატარა ფიგურები.
ნუცა ნინუა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. თავისთვის შეიძინა ზამთრის თბილი ქუდი.
ანა სალუქვაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თავისი არჩევანი ამ ქუდზე შეაჩერა.
თამრო ჯაფარიძე, აბიტურიენტი. სიამოვნებით დაგვთანხმდა გადაეღო ფოტო შენაძენთან ერთად.
იხილეთ ფოტოები, რათა ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ იმის შესახებ, თუ რა იყიდებოდა ძველმანების ბაზრობაზე:
ავტორი: ნათია ზარიძე