როგორ ხვდებიან ახალ წელს ქართული უნივერსიტეტები

სტუდენტური ცხოვრება

ახალი წელი – ეს ის დღესასწაულია, რომლისთვისაც მსოფლიო მასშტაბურად ემზადება. ამ გრანდიოზულ სამზადისს არც საქართველო ჩამორჩება, მეტნაკლებად ყველა ოჯახი განსხვავებულად ხვდება ამ დღეს. საზოგადოების ერთი ნაწილი საახალწლო განწყობას დეკემბრის დასაწყისშივე იქმნის, მეორე ნაწილი კი სამზადისს ორი კვირით ადრე იწყებს. ამ მხრივ გამონაკლისს არც უნივერსიტეტები წარმოადგენენ. სტუდენტებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნას უნივერსიტეტების თვითმმართველობა და ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 27 დეკემბერს კოსტუმირებულ კარნავალს გეგმავს. ღონისძიება ,,ნაით ოფისში’’ გაიმართება, რომელსაც მუსიკალურად დიჯეი გააფორმებს. ,,ივენთს’’ ხელმძღვანელობას უნივერსიტეტის თვითმმართველობა უწევს, ხოლო ღონისსძიებისთვის საჭირო თანხას ,,გასაიდუმლოებული’’ სპონსორი გამოჰყოფს. ,,თანხებს თვითმმართველობისთვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან არ ვიხდით. თავად მოვიძიეთ სპონსორი, რომელიც გვეხმარება სტუდენტებისთვის სასიამოვნო საღამო მოვაწყოთ. ღონისძიებაზე დასწრებას დაახლოებით 1200 სტუდენტი შეძლებს. ასევე 27-ში საღამოს იგეგმება გამორჩეული პირველკურსელების წახალისება და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვება’’,- გვითხრა ილიაუნის თვითმმართველობის პრეზიდენტმა თორნიკე ჩიქოვანმა.

iliauni

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით წინასაახალწლო სამზადისი უფრო მრავალფეროვანია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარე ვაჟა ხეცურიანი აღნიშავს, ,,სანგუში’’ 24 დეკემბერს იგეგმება საახალწლო სტუდენტური საღამო, რომელშიც მონაწილეობას ამ უნივერსიტეტის გამორჩეული სტუდენტები მიიღებენ. ,,იქნება მრავალფეროვანი ნომრები: ცეკვა, სიმღერა, წაიკითხავენ ლექსებს, აგრეთვე, იქნება თეატრალური ნომრებიც. საღამოს დასასრულს კი გამორჩეულ პირველკურსელებს, ლექტორებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს დავაჯილდოვებთ სხვადასხვა ნომინაციაში’’,- გვითხრა ვაჟამ. აღნიშნულ ღონისძიებას, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად, ორგანიზებას სტუდენტური თვითმმართველობა უწევს. რაც შეეხება ღონისძიებისთვის საჭირო თანხებს, იგი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. გარდა აღნიშნული ღონისძიებისა, სტუდენტური თვითმმრთველობის ორგანიზებით, დეკემბრის ბოლოს იგეგმება ინტელექტუალური თამაშის – ,,რა? სად? როდის?’’- ჩატარება. იანვრის შუა პერიოდში კი ტრადიციულად გაიმართება ე.წ. ,,New Year Party’’.

sangu

ახალ წელს ცვლილებებით ხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საახალწლო ღონისძიებას სტუდენტური თვითმმართველობა ხელმძღვანელობს და პროექტის მზადების პროცესში ცვლილებები ადგილთან დაკავშირებით შევიდა. ,,ივენთის’’ სავარაუდო ლოკაცია კლუბი ,,ანდერვილი’’ იქნება, განსხვავებით წინა წლებისაგან, როდესაც კლუბი ,,ტრიუმფი’’ იყო ღონისძიების ჩატარების ადგილი. აქამდე, საშუალოდ 2500 ადამიანი ესწრებოდა ამ ღონისძიებას, წელს კი ვფიქრობთ, რომ ახალ კლუბში არსებული უფრო დიდი სივრცის გამო, წინასაახალწლო საღამოზე დასწრებას შედარებით მეტი სტუდენტი შეძლებს’’,- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა. 25 დეკემბერს დაგეგმილ ამ ღონისძიებაზე ორი ბენდის კონცერტი გაიმართება, ამის შემდეგ საღამოს დიჯეები გააგრძელებენ. ამას გარდა, ,,ბელნატურმა’’_ ესთეტიკური მედიცინის ცენტრმა_ თავად გამოთქვა სურვილი სტუდენტებისთვის საახალწლო საჩუქარი გაეკეთებინა. ,,ბელნატურმა’’ გამოყო გარკვეული რაოდენობის ფასდაკლების ბარათები, ასევე ლიმიტური ბარათებიც, რომლითაც სტუდენტებს მომსახურების მიღება უსასყიდლოდ შეეძლებათ. რაც შეეხება ფინანსებს, შალვა საბაურმა ასეთი პასუხი გაგვცა: ,,ხარჯების ზუსტ ოდენობას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რამდენადაც ღონისძიების ზოგიერთ ასპექტს ჩვენ არ ვაგვარებთ, მაგალითად_ ბენდების საკითხს. შესაბამისად, დაზუსტებული თანხები მაქსიმუმ 1 კვირაში გვეცოდინება, როდესაც ხელშეკრულებებს გავაფორმეთ. ძირითადი დანახარჯები კი გაწერილია აპარატურისა და კლუბის დაქირავებაზე, დაცვაზე, რათა უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული, ასევე დიჯეებსა და ბენდებზე.’’

tsu tsu3

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დაგეგმილია საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები შეაგროვებენ ნივთებს (კვების პროდუქტი, ტანისამოსი, ფეხსაცმელი, წიგნი, სათამაშო, სახატავი/საწერი რვეული, ფანქარი და ა.შ.), რაც მოგვიანებით (13 იანვარს) გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომელთა შესახებაც ინფორმაციას თავად სტუდენტები მოიძიებენ – თითეული სტუდენტი დაწერს მაქსიმუმ 120 სიტყვიან ისტორიას სახელად „ჩემი გმირი/გმირები“;

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებას, ის იანვარში იგეგმება და ღონისძიების უშუალო ფორმას სტუდენტთა მოსაზრებების გათვალისწინებით შეარჩევენ;

aeu dd

თანხის მოცულობიდან გამომდინარე, ქუთაისის აკაკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, სტუდენტების წინასაახალწლო განწყობაზე მაქსიმალურად იზრუნებეს. ,,28 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება დაახლოებით 12 000 ლარი ჯდება, ამ თანხას კი უნივერსიტეტის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოვყოფეთ. საახალწლო წვეულების მოწყობას ,,გრანდ პალასში’’ ვგეგმავთ. წვეულებაზე დაუკრავს მუსიკალური ჯგუფი – ,,მუზეუმი’’ და ასევე ორი DJ-zapa და vivald. საღამოს დაახალოებით 700-800 სტუდენტი დაესწრება. რა თქმა უნდა, იგეგმება წამახალისებელი თამაშები, თავისი პრიზებით’’, – თქვა აწსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ოკრიბელაშვილმა.

awsu

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

28 დეკემბერი გამორჩეული და მრავალფეროვანი იქნება თავისუფალი უნივერსიტეტის freeსტუდენტებისთვის. როგორც უნივერსიტეტის PR მენეჯერმა, ბექა კოკაიამ გვითხრა, წინასაახალწლო საღამოს ტრადიციულად სტუდენტები გეგმავენ, სპონსორებსაც თავდ პოულობენ, უნივერსიტეტის დამინისტრაცია კი მათ სხვადასხვა რესურსით ეხმარება. ,,საახალწლო ,,ფართი’’ წელს კლუბ ,,ანდერვილში’’ გაიმართება. სტუდენტებმა სპონსორებისგან თავად მოიზიდეს თანხები, სანაცვლოდ კი ამ კომპანიებს რეკლამას უკეთებენ. ასევე, ფართიზე დასწრება ფასიანი იქნება’’,- გვითხრა ბექა კოკაიამ. საღამოს მთავარი თემა მასკარადია, შესაბამისად, სტუდნტებისთვის ნიღაბი აუცილებელი აქსესუარია. ღონისძიების ორგანიზატორები მათ ურჩევენ ამ აქსესუარზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოთ, რადგან საუკეთესო ნიღბის მფლობელს წვეულებაზე სპონსორებისგან სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება. წვეულებაზე დასწრებისთვის დაჯავშნულ ბილეთთან ერთად სტუდენტებმა მიიღეს ნომინაციების ფურცელი, რომლის მიხედვითაც გამოვლინდება ორი გამარჯვებული ვუმენაიზერი და სექსუალური ქალბატონი, ისინი წვეულებაზე ისეთი პრიზებით დაჯილდოვდებიან, როგორებიცაა: ერთ-ერთ კლუბის ვაუჩერი, რომელიც მოიცავს ჯაზ პაკეტს, საცურაო აუზის, თერმული სპას, ტრენაჟორების დარბაზს და სხვა, ასევე ერთ-ერთი თანამედროვე ველნესცენტრის მომსახურებით, გამორჩეული მამაკაცს გადაეცემა გამორჩეული სუნამო. ყველაზე სექსუალური ქალბატონი კი დაჯილდოვდება სასაჩუქრე კალათით, ფრანგული ხარისხი სუფთა კოსმეტიკით, საიუველირო კომპანის 100 ლარიანი ვაუჩერით. საჩუქრები მზადდება სხვა ნომინაციების იღბლიანი გამარჯვებულებისთვისაც. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს არც წვეულების საუკეთესო მომენტების დაფიქსირება დარჩენიათ ყურადღების მიღმა, ამიტომ საღამოს ეყოლება ფოტო-ვიდეო გადამღებიც.

gruniსტუდენტების განწყობაზე ზრუნვა საკმაოდ ადრე დაიწყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა. 19 დეკემბერს გაიმართა მათი წინასაახალწლო წვეულება_ Gatsby Party – რომელიც კლუბ ,,ქალაქურში’’ ჩატარდა. ,,ღონისძიებას დაახლოებით 200 სტუდენტი დაესწრო. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა მარიტა როხვაძე და ოთიკო ანდრეაძე, საკუთარი ბენდით. რაც შეეხება ფინანსებს, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტმა გამოყო, ჩვენი ვერსიტეტის რექტორი არ გვზღუდავს თანხების სიმცირით, ამიტომაც გამოგვდის ყველაზე მაგარი ,,ივენთები’’ მთელი საქართველოს მასშტაბით’’,- გვითხრეს PR საბჭოში, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა აღნიშნული წვეულება. საღამო მხოლოდ მუსიკალური ნომრებით არ შემოიფარგლებოდა, ჰქონდათ ნომინაციებიც სხვადასხვა კატეგორიაში, როგორც სტუდენტებისთვის ისე თანამშრომლებისთვის, მაგალითად: წლის დეკანი, წლის ყველაზე ელეგანტური ოფის მენეჯერი, ,,ყველაფერჩიკები“_ ადამიანები, რომლებიც ყოველთის ყველანაირი დახმარებისთვის მზად არიან, ყველაზე ორიგინალური secret santa, მის და მისტერ გეთსბი, ყველაზე მეგობრული, კეთილი თანამშრომელი სტუდენტებისთვის, საუკეთესო მოცეკვავე ბიჭი და გოგო, თითოეულ გამარჯვებულს კი სხვადასხვა პრიზი გადაეცა. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც უნივერსიტეტის საუკეთესო რექტორად დასახელებული მამუკა თავხელიძე, რომელსაც თემატური საჩუქრი_ გრაგნილი_ გადაეცა. მასში რექტორის მიმართ სტუდენტთა კეთილშობილური დამოკიდებულება იყო გადმოცემული.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

რობექიძის უნივერსიტეტის მსგავსად სტუდენტებს ნაადრევის საჩუქარი გაუკეთა საქართველოს  საავიაციო უნივერსიტეტმაც. საახალწლო წვეულება 20 დეკემბერს კლუბ VIP Time_ში ჩატარდა. ღონისძიება თვითმმართველობის ხელმძღვანელობით გაიმართა და მას დაახალოებით 180 სტუდენტი ესწრებოდა. ,,რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, თანხის უმეტესი ნაწილი უნივერსიტეტმა გამოყო, თუმცა მცირე თანხის გადახდა სტუდენტებსაც ბილეთებში მოუწიათ, სულ რაღაც 15 ლარი თითო სტუდენტს. წვეულება მოიცავდა კონკურსებს, გათამაშებებსა და კონცერტს. საღამო დიჯეიმ დაასრულა’’,- გვითხრა საავიაციო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სოფო ჩადუნელმა. სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრებიც, როგორებიცაა_ სამგზავრო ჩანთები, ყურსასმენები, ხელნაკეთი თვითმფრინავები, თვითმფრინავის ფორმის დინამიკები, ერთ-ერთი ტრეინინგ ცენტრის 300 ლარიანი ვაუჩერი და ა.შ.

saaviaci saav

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო სამზადისი დაიწყო.უკვე მოირთო და პირველი კორპუსის მისაღებში განთავსდა სამ მეტრიანი ნაძვის ხე. სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 28 დეკემბერს უნივერსიტეტის დარბაზში კონცერტი გაიმართება,სასწავლებლის ფოლკულორული და იუმორისტული ჯგუფები სტუდენტებს მხიარულ ნომრებს შესთავაზებენ.

gori

როგორც ჩანს, უნივერსიტეტები განსხვავებული ღონისძიებებითა და  განსხვავებული ოდენობის თანხებით ცდილობენ სტუდენტებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნას. რამდენიმე უნივერსიტეტმა ეს უკვე შეძლო, დანარჩენი უნივერსიტეტის სტუდენტები კი ,,მოლოდინის რეჟიმში’’ არიან, ისინი თვლიან, რომ ახალი წლისთვის დაგეგმილი ,,ივენთები’’ ორიგინალური და სასიამოვნო იქნება. წინასაახალწლო ღონისძიებების მრავალფეროვნებისა და მასშტაბურობიდან გამომდინარე, სტუდენტთა მოლოდინი, დიდი ალბათობით, უნდა გამართლდეს.

ავტორი: ნათია დაშნიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები