ფრანც კაფკას 12 რჩევა

ლიტერატურული გვერდი

1. არ დაკარგო სილამაზის აღქმის უნარი და არასოდეს დაბერდები;

2. სანამ პირში ლუკმა გიდევს, ჩათვალე, რომ არსებობის პრობლემა მოგვარებული გაქვს;

3. არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ოთახი დატოვო. დარჩი მაგიდასთან და უსმინე. არც მოსმენაა აუცილებელი, უბრალოდ დაელოდე. ლოდინიც კი არაა საჭირო, უბრალოდ იყავი ჩუმად და მარტო. მალე სამყარო შენ წინაშე ნიღაბს მოიხსნის; სხვაგვარად ვერ მოხდება, ის აუცილებლად დაგანახებს რეალურ სახეს;

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

4. ყოველთვის აღწერე პირველი ამოსუნთქვა, რომელიც ამაოებით ტანჯვის შემდეგ აღმოგხდება;

5. შემეცნების პირველი ნიშანი სიკვდილის სურვილია;

6. გააკეთე ის, რაც სწორია და არა ის, რაც მისაღებია;

7. შენსა და სამყაროს შორის წარმოებულ ომში ყოველთვის სამყაროს მხარე დაიკავე;

8. შეარჩიე ისეთი წიგნი, რომელიც შენ შიგნით არსებული გაყინული ზღვის საყრდენად გამოდგება;

9. აწარმოე დღიური, ვინაიდან ის დაგეხმარება იმ შემაძრწუნებელი ცვლილებების დანახვაში, რომელსაც მუდმივად განიცდი;

10. ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით, თავს გაინადგურებ;

11. იკითხე მხოლოდ ისეთი წიგნები, რომლებიც დაგჭრის და შენში მტკივნეულ ნაკვალევს დატოვებს. თუ წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ, ცივი წყლის გადასხმასავით არ გაფხიზლებს, რა საჭიროა მისი გადაშლა?

12. ყოველთვის შეგიძლია მსოფლიოში გამეფებული ტანჯვისგან თავი შორს დაიჭირო, ამას შენი ბუნებაც გკარნახობს, თუმცა სწორედ თავის შორს დაჭერა მოგგვრის იმ ტანჯვას, რომლისგან გაქცევასაც ცდილობ;

kafka5Kafka-cage-xtra-sm-1015x1500

ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკის 10 რჩევა ახალგაზრდებს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები