დოსტოევსკი – არსებობენ თუ არა ცუდი ადამიანები

ლიტერატურული გვერდი

“რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა, მით ნაკლებად მიყვარს ერთი კონკრეტული ადამიანი. ოცნებებში ხშირად ვსახავ გეგმებს, რომლებიც კაცობრიობას დაეხმარება და თუ ოდესმე ეს საჭირო იქნა, აუცილებლად განვახორციელებ მათ. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია ვიცხოვრო ვინმესთან ერთად ერთ ოთახში ორი დღის განმავლობაშიც კი. ეს გამოცდილებით ვიცი, ვინაიდან სხვასთან თანაარსებობა ზღუდავს ჩემს თავისუფლებას. 24 საათი მჭირდება იმისთვის, რომ ადამიანი შევიძულო ნებისმიერი მიზეზის გამო: თუნდაც იმიტომ რომ ის გაციებულია და გამუდმებით ცხვირს იწმენდს. როგორც კი ადამიანი მიახლოვდება, მის მიმართ მტრულად განვეწყობი. მაგრამ ყოველთვის ვაცნობიერებ, რომ რაც უფრო მძულს ერთი კონკრეტული პიროვნება, მით უფრო მიყვარს კაცობრიობა.” (ციტატა რომანიდან “ძმები კარამაზოვები”)

  ☼  იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!   ☼  

ჩვენ ყველა კარგი ადამიანები ვართ, ცუდების გამოკლებით, რა თქმა უნდა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ცუდი ადამიანები საერთოდ არ არსებობენ, გვხვდებიან მხოლოდ ბეჩავები.

გაიხსენეთ წარსულში ან თუნდაც ამჟამადაც რამდენჯერ შეგიქიათ ფარულად საზოგადოების მიერ „ცუდად“ შერაცხული ადამიანი და მიგიბაძავთ კიდეც მისთვის.

შეხედეთ პატარა ბავშვებს: ისინი ერთმანეთს ეჩხუბებიან იმ ასაკში, როცა ჯერაც არ უსწავლიათ აზრების სხვაგვარად გამოხატვა. ამაში არაფერია გასაკიცხი, პირიქით, ეს ადასტურებს, რომ ადამიანები ჯანსაღი და ბუნებრივი არსებები ვართ.

კაცობრიობის ნამდვილი მეგობარი, რომლის გულიც არაერთხელ აღვსილა თანაგრძნობით ტანჯვაში მყოფი ადამიანის მიმართ, ყოველთვის გაუგებს და მიუტევებს სხვას ნებისმიერ საქციელს, რა მძიმე და ბინძურიც არ უნდა იყოს. ის შეძლებს, აღმოაჩინოს ძვირფასი მარგალიტი ტალახში.

მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რუს ხალხში არ ურევია ისეთი ბოროტმოქმედი თუ არამზადა, რომელიც არ აღიარებდა თავის ნაკლოვანებებს. სხვაგან კი ისეც ხდება, რომ ადამიანი ბოროტებას სჩადის, შემდეგ კი ამ საქციელის გამო საკუთარ თავს ხოტბას ასხამს და საკუთარი ბოროტება პრინციპის დონემდე აჰყავს. სამწუხარო კი ისაა, რომ ამას ბევრი მართლაც იჯერებს.

შეაფასეთ ადამიანები არა იმის მიხედვით რასაც ამჟამად წარმოადგენენ, არამედ იმის, რისკენაც მიისწრაფვიან.

Dost

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები