-
ნუ დასჯერდები მინიმუმს;
„მე მინდოდა მთელი მსოფლიო, ან არაფერი“;
-
გიყვარდეს საკუთარი თავი;
„არასოდეს შევხვედრივარ ისეთ კაცს, რომელიც სიამოვნებით ვიქნებოდი.“
-
იცხოვრე სავსე ცხოვრებით;
„საშინელება სიკვდილი კი არა, ის გამოფიტული სიცოცხლეა, რომელსაც ადამიანები სიკვდილამდე ატარებენ. ზოგიერთი ადამიანი არასოდეს გიჟდება, წარმომიდგენია, რა მოსაწყენი ცხოვრება აქვთ.“
-
ნუ შეგეშინდება ტკივილის, მის გარეშე ბედნიერებას ვერ გამოსცდი;
„უნდა მოკვდე რამდენჯერმე, იმისთვის, რომ ნამდვილი ცხოვრება გამოსცადო“.
-
იყავი ის, რაც ხარ და კომპლექსების გარეშე გამოხატე საკუთარი თავი;
„უმჯობესია გააკეთო მოსაწყენი რაღაცები საკუთარი სტილით, ვიდრე სახიფათო – სტილის გარეშე.“
-
უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია;
„ზოგჯერ, როცა საწოლიდან დგები და გარეთ გასვლას აპირებ, ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ, მაგრამ მერე გახსენდება რამდენჯერ გიფიქრია მსგავსი რამ და გეცინება.“
-
ნუ შეგეშინდება სიკვდილის;
„სიკვდილი ჩემს მარცხენა ჯიბეში მიდევს. ზოგჯერ ამომაქვს და ველაპარაკები: გამარჯობა პატარავ, როგორ ხარ? როდის უნდა მესტუმრო? მზად ვიქნები.“
-
გქონდეს თვითრწმენა;
„სამყაროს მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჭკვიანი ადამიანები ეჭვებით არიან სავსე.“
-
ნუ მიიღებ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად;
„ზოგჯერ რაღაცები უბრალოდ უნდა გაატარო.“
-
მარტოობაზე ბევრად უარესი რაღაცებიც არსებობს.
„რა თქმა უნდა, მარტოობაზე უარესი რაღაცებიც არსებობს, მაგრამ ამის გაცნობიერება დიდ დროს მოითხოვს, ხოლო, როცა აცნობიერებ, უკვე გვიანია.“
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! ☼