ჯეკ კერუაკის 30 რჩევა

ლიტერატურული გვერდი
  1. აწარმოე საიდუმლო დღიურები საკუთარი სიამოვნებისთვის;

  2. იყავი ყველაფრის მიმართ გახსნილი;

  3. შეეცადე არასოდეს დათვრე შენი სახლის გარეთ;

  4. იყავი შეყვარებული საკუთარ ცხოვრებაზე;

  5. ის, რასაც გრძნობ, ყოველთვის იპოვის საკუთარ ფორმას;

  6. იყავი გადარეული და იდეისთვის თავზეხელაღებული;

  7. გაუბერე იმდენად, რამდენადაც საჭიროდ ჩათვლი;

  8. დაწერე ის, რაც შენი გონების ყველაზე შორეულ ფსკერზეა დალექილი;

  9. გქონდეს ინდივიდუალური ხედვა;

  10. დროს პოეტურ წიაღსვლებში ნუ დაკარგავ, მთავარი რეალობაა;

  11. მიენდე მკერდიდან მომავალ შეგრძნებებს;

  12. გადაეშვი კონკრეტული საგნის შენ წინაშე წარმოდგენის ტრანსში;

  13. თავი დააღწიე გრამატიკულ და სინტაქსურ შეზღუდვებს;

  14. როგორც პრუსტი, იყავი შენი დროის დაბოლილი ადამიანი;

  15. შიდა მონოლოგში ყოველთვის უთხარი მსოფლიოს სიმართლე;

  16. მთავარი ყურადღება თვალის სარკეში არეკლილ თვალს უნდა მიაპყრო;

  17. შეინარჩუნე საკუთარი ნაწერით გაოცების უნარი;

  18. იცურავე სიტყვების ზღვაში;

  19. შეეგუე ცხოვრებისეული უიღბლოს ტიტულს;

  20. ირწმუნე ცხოვრების წმინდა კონტურები;

  21. იბრძოლე იმისთვის, რომ აღმოაჩინო და აღწერო ნაკადი, რომელიც უკვე არსებობს შენს გონებაში;

  22. წარმოიდგინე სცენები და არა სიტყვები;

  23. თვალი ადევნე შენს ყოველ დღეს;

  24. არასოდეს შეგრცხვეს ან იამაყო საკუთარი გამოცდილებით, ცოდნითა და მეტყველებით;

  25. წერე იმისთვის, რომ მსოფლიომ წაიკითხოს და აღიქვას შენ მიერ დახატული სურათი;

  26. კინო-მოთხრობა არის კინო, რომლის კადრებიც სიტყვებითაა გადმოცემული, ეს ამერიკული ფენომენია.

  27. იმისათვის, რომ სრულად გამდმოსცე გმირის ხასიათი, არაადამიანურ მარტოობაში უნდა გაეხვე;

  28. შემოქმედება უნდა იყოს ველური, არაორგანიზებული, წმინდა, შიგნიდან მომავალი, რაც უფრო გიჟური იქნება, მით უკეთესი;

  29. გახსოვდეს, რომ ყველა დროის უდიდესი გენიოსი ხარ;

  30. მიწიერი სცენების შემოქმედები არამიწიერი ძალებისგან იღებენ რესურსებს.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

იხილეთ ასევე: ჩეხოვი: განათლებული ადამიანის 8 მახასიათებელი

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები