ანაზღაურებადი სტაჟირება პარლამენტში

დასაქმება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) პროექტის – „Georgian Academia Contributing to Strengthening Policy and Law Making Process in Georgia“ – ფარგლებში, აცხადებს სტაჟირებას.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

პროექტის ფარგლებში, PPRTC აცხადებს კონკურსს სტაჟირებაზე, რომლის შედეგადაც აირჩევა 2 სტაჟიორი. ერთი მათგანი მივლინებული იქნება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ხოლო მეორე – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში. სტაჟირება გრძელდება 9 თვის განმავლობაში და სტაჟიორი სრული სამუშაო განაკვეთით მივლინებული იქნება საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებს კომიტეტის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და კვლევის პროცესებში. სტაჟიორი ითანამშრომლებს საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის აკადემიურ პერსონალთან და ექსპერტებთან, რომელთაგანაც მიიღებს გარკვეულ სახელმძღვანელო პრინციპებსა და რეგულარულ კონსულტაციებს სტაჟირებასთან და პრაქტიკულ დავალებებთან დაკავშირებით.

სტაჟიორის ვალდებულებები მოიცავს:

  • კომიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვას;
  • პოლიტიკის დოკუმენტებისა და კანონპროექტების შემუშავების პროცესებში მონაწილეობის მიღებას;
  • პროექტის ფარგლებში წამოწყებულ კვლევებში მონაწილეობას (ინტერვიუების ჩატარება, ტრანსკრიპტების მომზადება, დოკუმენტების პროექტების შემუშავება);
  • საჯარო დისკუსიების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • სტაჟირების პერიოდში 2 თვეში ერთხელ (ჯამში ოთხი შუალედური და ერთი საბოლოო) ანგარიშის მომზადება საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრისთვის;
  • პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • მონაწილეობა სხვა აქტივობების ორგანიზებაში, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება პროექტის აქტივობებს.

სამუშაო გარემო: სტაჟიორის სამუშაო ადგილი იქნება უშუალოდ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი თბილისში. სტაჟიორი პასუხისმგებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის წინაშე.

სტიპენდია: ყოველთვიური 250 აშშ დოლარი

მოთხოვნები:

  • სტაჟიორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებების ან საჯარო პოლიტიკის მიმართულებათა კურსდამთავრებული ან სწავლების ბოლო კურსზე მყოფი ახალგაზრდა;
  • კვლევის მეთოდოლოგიის ცოდნა;
  • მცირე პრაქტიკული გამოცდილება აკადემიურ კვლევით საქმიანობაში;
  • აკადემიური წერის უნარის ფლობა;
  • ინტერპერსონალური უნარების ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე.

განაცხადების მიღებისა და შერჩევის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მოკლე სამოტივაციო წერილი (1 გვერდი) ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე [email protected]. წერილის გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის („Subject”) ველში მიუთითეთ „Fellowship”. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 25 დეკემბერი. შერჩეული კანდიდატების ტესტირება ჩატარდება 28-29 დეკემბერს, ხოლო მათთან ინტერვიუ – იანვრის მეორე კვირაში. სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღია 2016 წლის იანვარი. ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები