აშშ-ის საელჩო აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის საზოგადოებრივ საქმეთა (ბმული) და პოლიტიკურ/ეკონომიკურ განყოფილებებში (ბმული) ინტერნის პოზიციაზე.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გამოაგზავნოთ:
- CV (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა ინტერნობის შესახებ (სასურველია ინგლისურად);
- სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურად);
- აკადემიური სწავლებების (საგნების) ჩამონათვალია (სასურველია ინგლისურად).
მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის მოქმედ სტუდენტს.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2015 წლის 21 დეკემბერი.