ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსები

საქართველოს უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით აცხადებს  კონკურსს  Human Rights.

კონკურსის პირობები:

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესსე ქვემოთ მოცემული 2 საკონკურსო თემიდან ერთერთ თემაზე:

1)      ადამიანის უფლებები – თანდაყოლილი თუ სახელმწიფოსგან მინიჭებული?

2)      ადამიანის უფლებები და განვითარება

კრიტერიუმები:

  • ესსე უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 3 გვერდს (Sylfaen შრიფტი, 12);
  • ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A 4 ფორმატში;
  • ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული;
  • ნაშრომი უნდა იყოს გამართული სტილისტურად და გრამატიკულად.

საუკეთესო ესეს ავტორს  3 კატეგორიაში გამოავლენს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებისგან შემდგარი ჟიური.  პირველი 3 ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება.  ასევე, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტფიკატი.

ნამუშევრები მიიღება 2015 წლის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://www.ug.edu.ge/registration_m

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:  სტუდენტებსა და აბიტურიენტებს მთელი საქართველოს მაშტაბით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები