საქართველოს უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს Human Rights.
კონკურსის პირობები:
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესსე ქვემოთ მოცემული 2 საკონკურსო თემიდან ერთერთ თემაზე:
1) ადამიანის უფლებები – თანდაყოლილი თუ სახელმწიფოსგან მინიჭებული?
2) ადამიანის უფლებები და განვითარება
კრიტერიუმები:
- ესსე უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 3 გვერდს (Sylfaen შრიფტი, 12);
- ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A 4 ფორმატში;
- ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული;
- ნაშრომი უნდა იყოს გამართული სტილისტურად და გრამატიკულად.
საუკეთესო ესეს ავტორს 3 კატეგორიაში გამოავლენს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებისგან შემდგარი ჟიური. პირველი 3 ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება. ასევე, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტფიკატი.
ნამუშევრები მიიღება 2015 წლის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://www.ug.edu.ge/registration_m
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სტუდენტებსა და აბიტურიენტებს მთელი საქართველოს მაშტაბით.