თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრაქტიკოს ლექტორებს ასოცირებული პროფესორები უპირისპირდებოდნენ, ამას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. შემდეგ იყო ხმაურიანი სხდომა 303-ე აუდიტორიაში, რამაც კდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. სტუდენტებმა ამ თემის საჯაროდ განხილვა და ლექტორებისათვის კითხვების დასმა დაიწყეს. ხუთშაბათს კი ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ზე’’ ამ საკითხთან დაკავშირებული სიუჟეტი გავიდა. მიმდინარე მოვლენებმა უფრო სერიოზული სახე მიიღო და პროფესორებმაც დუმილს ამ თემაზე საუბარი არჩიეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის აკადემიური პერსონალს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში არაერთი პოსტიც მიუძღვნეს.
,,მიმართულების პროფესორებმა არაერთხელ დააფიქსირეს ჩემთან საუბარში და სხდომებზეც, რომ მე დეკანისთვის ვარ მიუღებელი პერსონა’’, – ასე ხსნის განვითარებულ მოვლენებს მიმართულებს ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ გერსამია. ის ფიქრობს, რომ პროფესორების ნაწილიც ფაკულტეტის დეკანს ემხრობა და მას უპირისპირდება.
გერსამიას მოსაზრებას პროფესორთა ნაწილიც ადასტურებს. როგორც ამბობენ, მცდელობა, რომ გერსამიამ აღარ უხელმძღვანელოს ამ პროგრამას, არსებობს
მიმართულების ხელმძღვანელი სტუდენტებს შორის გავრცელებულ ინფრომაციასაც ადასტურებს, პრაქტიკოსი ლექტორების სასწავლებლიდან გაშვების მცდელობის შესახებ: ,,საქმე იქამდე მივიდა, რომ 25 ნოემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე პროფესორის მოთხოვნით, ძალიან მაღალი რანგის პრაქტიკოსი ჟურნალისტი და ლექტორი სხდომიდან გააძევეს სწორედ იმის გამო, რომ ის „მოწვეული ლექტორია’’- წერს მარიამ გერსამია საკუთარი ,,Facebook-ის’’ გვერდზე.
რაც შეეხება ფაკულტეტის დეკანს, თამარ დოლბაიას, მან ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-თან’’ საუბარისას აღნიშნა, რომ დაპირისპირების მიზეზი მიმდინარე აკრედიტაციის პროცესია და ადგილი აქვს გაუგებრობას.
თსუ-ის პროფესორების ნაწილი მიიჩნევს, რომ მარიამ გერსამია გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდა, თუმცა, ამავდროულად, ისინი უარყოფენ, რომ ე.წ პრაქტიკოს ჟურნალისტებს უპირისპირდებიან. ,,ჟურნალისტიკის მიმართულების ამბავი გასცდა თსუ-ს საზღვრებს’’- ასე იწყება პროფესორების: მარი წერეთლისა და მანანა შამილიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი. პროფესორები ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამას მიმართულების ხელმძღვანელის საავტორო პროგრამას უწოდებენ და სტუდენტებს ობიექტურობისა და სამართლიანობისაკენ მოუწოდებენ.
მარიამ გერსამია კი უივერსიტეტის წესდების დარღვევაზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეგულაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრულ ყველა ნორმას მიმართავს.
საპირისპიროს ამტკიცებენ სხვა პროფესორები: ,,არ შეიძლება, თსუ-ის პროფესორისა და აკადემიური საბჭოს წევრისთვის ყველაფერი იყოს დასაშვები, მის კოლეგებს კი, თუნდაც ეს ერთი ადამიანი იყოს, კითხვების დასმა, კრიტიკა, მის მიმართ დემარშსა და დევნაში ეთვლებოდეთ. ჩვენი გადაწყვეტილებაა ის, რომ პროგრამას არ ჰყავდეს ერთადერთი ხელმძღვანელი და მარიამთან ერთად იყოს მეორეც. ამის პრეცედენტი თსუ-ში მრავლად არსებობს და განსაზღვრულია სამართლებრივი რეგულაციებითაც’’- წერენ მარი წერეთელი და მანანა შამილიშვილი.
არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების კორიატელში მყოფი სტუდენტები კი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ სათანადო ინორმაციას არ ფლობდნენ. ჩვენ მიერ გამოკითხული ახლაგაზრდები ამბობენ, მიმდინარე მოვლენების შესახებ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ზე’’ გასული სიუჟეტიდან ან სციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებიდან შეიტყვეს, იქამდე კი მოარულ ხმებს პროფესორები არ ადასტურებდნენ.
,,სიმართლე რომ ვთქვა, დაპირისპირების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, რადგან ყველაფერი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების საშუალებით გავიგე. ამიტომ ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ.’’- ამბობს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სუდენტი მარიამ გოგატიშვილი.
სტუდენტები პრაქტიკოს ლქტორებთან სავარაუდო დაპირისპირებასაც ეწინააღმდეგებიან:
,,ნაკლებად ვარ ჩართული იმ საკითხებში, რომლებიც უშუალოდ ჩვენ გვეხება და ეს არასწორად მიმაჩნია. ჩემი ინფრომაციით, ხარისხის არქონის მოტივით, აპირებდნენ ისეთი პრაქტიკოსი ჟურნალისტების უივერსიტეტიდან გაშვებას, როგორებიც არიან დავით ქაშიაშვილი და დავით კაკულია და არამხოლოდ. ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა, მაგრამ, თუ ეს მართალია, ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვეკითებოდნენ რა გვსურს და და რა არა’’, – აღნიშნავს კიდევ ერთი სტუდენტი, ანა ლომთაძე.
მომავალი ჟურნალისები ფიქრობენ, რომ პროგრამა აკრედიტაციას გაივლის. მათ შორისაა ბარდი კობიაშვილიც, რომელიც იმასაც უსვამს ხაზს, რომ სტუდენტების ინტერესები კონკრეტულ პერსონათა თანამდებობრივ ამბიციებს არ უნდა შეეწიროს:
,,რაც ჩვენს მიმართულებაზე ხდება, ეს არ შეეფერება აკადემიურ სივრცეს. თსუ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეგავლენებისგან და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს პროვოკაციებისა და დაპირისპირებების გარეშე. ვფიქრობ, რომ აკრედიტაციას აუცილებლად გავივლით, რადგან ჟურნალისტიკის მიმართულებას პროფესიონალი კადრები და მეცნიერები ჰყავს, რომლებიც ყოველთვის ზრუნავენ ამ მიმართულების განვითარებაზე’’.
სტუდენტები შიშობდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მიმართულება აკრედიტაციას ვერ გაივლიდა, ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის გარეშე დარჩებოდნენ. მარიამ გერსამიას თქმით, აკრედიტაცია პროგრამას 2016 წლის სექტემბრამდე აქვს გავლილი. ასე რომ, მიმდინარე მოვლენები მეოთხე კურსელი სტუდენტების ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას ხელს არ შეუშლის. რაც შეეხებათ დაბალკურსელ სტუდენტებს, მათი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ავტორი: ანი ბოჭორიშვილი