მარიამ გერსამიამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

უნივერსიტეტების სიახლეები

თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ მარიამ გერსამიას თანამდებობის დატოვების მიზეზი შესაძლოა მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსები გახდეს.

მან განაცხადა, რომ პროგრამის ხელმძღვანელობიდან მისი ჩამოშორება ფაკულტეტის დეკანისა და რამდენმე პროფესორის ინტერესებში შედის.

მარიამ გერსამიას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსებთან დაკავშირებით, დეკანატის წევრების გაღიზინებას ადასტურებენ უნივერსიტეტის სხვა პროფესორებიც.

პროფესორების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დაპირიპირების ფონზე, აკრედიტაციის პროცუდერების გავლა პროგრამამ ვერ შეძლოს.

წყარო: რუსთავი 2

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები