რამდენად აქვთ დასაქმების იმედი ილიაუნის სტუდენტებს

სტუდენტური ცხოვრება

ალბათ, ხშირად გსმენიათ სტუდენტებისაგან, რომ მათთვის მთავარ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. ,,ნაცნობის გარეშე ცხვირს ვერსად შეჰყოფ’’; ,,დიპლომი, თორე ესეც არ იყოს რა, ვის რაში სჭირდება’’; ,,შანსი არაა, თავისით ვერ დაიწყებდა’’- ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ხშირად მოისმენთ იმედდაკარგული სტუდენტებისაგან, კარგი ნაცნობი საჭირო ადგილას რომ არ აღმოაჩნდათ. შეხვდებით ისეთებსაც, რომლებიც დასაქმების შანსს რეალურად მიიჩნევენ.

Studinfo.ge შეეცადა გაერკვია, როგორი დამოკიდებულება აქვთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ამ საკითხთან მიმართებით, რას ფიქრობენ ახალგაზრდები, რომლებმაც განსხვავებული პროფესიები აირჩიეს?

1

ნინო ფერაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. აბობს, რომ მისი სასწავლებლის სტუდენტებისათვის დასაქმება პრობლემას არ წარმოადგენს. მისი თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველ თვე, ან სამ თვეში ერთხელ, ბიზნენის სკოლის ინიციატივით, ტარდება დასაქმების ფორუმი- ,,Job Fair’’, რომელშიც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კომპანია.

,,ძალიან ბევრი სტუდენტი მიდის ილიაუნიდან სხვადასხვა სამსახურში, მეც ვიყავი სადაზღვევო კომპანია ,,იმედი ელ-ში’’ სტაჟიორად 6 თვის განმავლობაში. დასაქმების იმედი აქვს ყველას, ვინც ფორუმზე მიდის, მაგრამ მათგან ცოტა თუ რჩება სამსახურში, რადგან ყველაფერს ვარდისფერი სათვალიდან უყურებენ, ფიქრობენ, რომ სამუშაოს შესრულების გარეშე აიღებენ ანაზღაურებას, და 1-2 თვეში თავს ანებებენ მუშაობას’’, – ამბობს ნინო.

ნათია ჩუბინიძეც ილიას სახელწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, მეცნიერებისა და ხელოვნების03 ფაკულტეტზე. ჯერ პირველ კურსზეა,  დაზუსტებულ პასუხს ვერ გვაძლევს, მაგრამ ამბობს, რომ თავისი პროფესიით დასაქმების იმედი აქვს. ნათია უნვერსიტეტში პირველად მისვლისას გამართულ  საინფრომაციო შეხვედრას იხსენებს – ,,გვითხრეს, რომ სასწავლებელში რეკავდნენ სხვადასხვა სამსახურიდან და იმ სტუდენტების სიის გადაცემას ითხოვდნენ, რომლებიც კარგად სწავლობდნენ. ისიც გვითხრეს, უკვე ბევრი სტუდენტია დასაქმებულიო. ჯერ-ჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს’’.

ირაკლი სარალიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობს, ისიც პირველ კურსზეა. ,,დასაქმებს იმედი, რა თქმა უნდა, მაქვს’’- ამბობს ის და ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ არსად უმუშავია, თუმცა სასწავლებლის ელ.ფოსტაზე ინფორმაცია ერთ-ერთი ვაკანიის შესახებ უკვე მიიღო.

[textmarker color=F5DA81]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

4

დასაქმების საკითხი პრობლემური არ არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის, ალბერტ ბუზალაძისთვის. ის პირველივე კურსიდან მუშაობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში და საკუთარი შემოსავალი აქვს.  ამბობს, რომ მუშაობა ლექტორის რეკომენდაციით დაიწყო, როგორც მაღალქულიანმა სტუდენტმა. ,,ცხადია, ჩემი პროფესიით მუშაობის დაწყება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სამსახურზე უარს როგორ ვიტყოდი. იმედი მაქვს, ამასაც მალე მოვახერხებ’’.

 როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული სტუდენტებისათვის დასაქმება პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი ჯერ პირველ კურსზეა და ამ საკითხზე სერიოზულად არ უფიქრია, თუმცა  სასწავლებელიც, თავის მხრივ, ცდილობს, ხელი შეუწყოს მათ.

ასე რომ, სიტყვა „სტუდენტის“ განმარტებაში, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს – ,,ადამიანი, რომელიც მინიმუმ 4 წლის განმავლობაში ცუდად იკვებება, მგზავრობს გადაჭედილი ავტობუსით, იძინებს გვიან, იღვიძებს ადრე და წარმოდგენა არა აქვს მომავალში სად იმუშავებს’’ – ილიაუნელების შემთხვევაში მაინც, ბოლო ნაწილი ზედმეტია 🙂

st

იხილეთ ასევე: სტუდენტური სტილი ილიაუნიში

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები