ფიროსმანი – გენიოსი, რომელმაც სიცოცხლე სარდაფში დაასრულა

ბლოგი

სულ მაინტერესებდა, რატომაა ერთლარიანზე გამოსახული ისეთი გენიოსი მხატვარი, როგორიც ფიროსმანია? ნუთუ მას მეტი არ ერგო? შესაძლოა ეს დეტალი ბევისთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია.

1lari

,,ხედავ ფიროსმანს და გჯერა საქართველო!” – გრიგოლ რობაქიძე

,,ჩემთვის დღემდე გაუგებარი რჩება, საიდან გაჩნდა ფიროსმანი! განა საოცარი არ არის?! ის ხომ თვითონ არის პირველწყარო!” – ლადო გუდიაშვილი

„ჩემი აზრით, იგი იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოველით მოგვცა მთელი XIX საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება“, – დიმიტრი შევარდნაძე.

12122737_1503253953333325_8103216403283138360_nნიკო ფიროსმანაშვილი 1862 წელს სოფელ მირზაანში დაიბადა. მეცხრამეტე საუკუნის ამ წელს საქართველოს შეეძინა შვილი, რომელსაც ღმერთმა უსაზღვრო ნიჭი არგუნა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ჩვენ ეს შვილი სიცოცხლეში არ დავაფასეთ. ფიროსმანი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, იქიდან გამომდინარე, რომ იგი თავს დუქნების მოხატვით ირჩენდა, მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს. აღსანიშნავია რომ ფიროსმანს არანაირი განათლება არ მიუღია მხატვრობაში, იგი თვითნასწავლი მხატვარი იყო.  ჩვენამდე ფიროსმანის მხოლოდ ორი სურათია შემორჩენილი. რაც შეეხება მის ნახატებს,საბედნიეროდ მრავლადაა დაცული მუზეუმებში. აღსანიშნავი ფაქტია, რომ სულ ახლახან  1 400 000 ლარად შეიძინა ბიძინა ივანიშვილმა  ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა” და საქართველოს მუზეუმს გადასცა.

გადმოცემის თანახმად ნიკალას “აქტრისა” მარგარიტა შეჰყვარებია, რომლის გულისთვისაც სახლ-კარი გაყიდა და აღებული თანხით სატრფოს მილიონი ვარდი უყიდა. სიყვარულის ამ ისტორიაზე  მრავალი ლექსი და სიმღერა შეიქმნა. ერთ-ერთია “მილიონი ალისფერი ვარდი”, რომელსაც რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა ასრულებს. სიმღერის ტექსტში მოკლედ არის აღწერილი ფიროსმანის სიყვარულის ისტორია.

სიცოცხლის ბოლო ორი წელი ფიროსმანი კიბის ქვეშ ცხოვრობდა. მისი სიცოცხლე ისე გაილია, რომ სათანადოდ არავინ არ დააფასა, უფრო მეტიც  ხშირად დასცინოდნენ კიდეც.

[textmarker color=FE9A2E]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ნიკო ფიროსმანაშვილი სარდაფში ჩასულა, სადაც ცუდად გამხდარა, სამი დღე მარტო, უიმედოდ ებრძოდა სნეულებას თუმცა ამოსვლა ვერ მოუხერხებია, ბოლოს მეზობელი ჩასულა შემთხვევით და მისავათებული მხატვარი უპოვია, მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში მაგრამ,სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერარ შეძლეს. ასე მარტოობაში გალია სიცოცხლე საქართველოს უდიდესმა მხატვარმა, ნიკო ფიროსმანაშვილმა.იგი 1918 წელს გარდაიცვალა.  სიმბოლურია, რომ ფიროსმანის საფლავი არ არსებობს, მუზეუმში ყოფნისას გია ბუღაძემ გვითხრა, რომ ისევე როგორც არ არსებობს იესოს, თამარ მეფის, რუსთაველის, მოცარტის და კიდევ უამრავი ბუმბერაზი ადამიანის საფლავი, ფიროსმანის საფლავიც არ უნდა არსებობდეს რადგან ისინი თითქოს არამიწიერნი იყვნენ, იმდენად დიდი ადამიანები იყვნენ, რომ არ უნდა დაგვრჩენოდა მათი ლეში.

მათ, ვისაც გიყვართ ფიროსმანი და აფასებთ მის შემოქმედებას, საშუალება გეძლევათ მოინახულოთ მისი სახლი ქ. თბილისი, ფიროსმანის ქუჩა #29-ში.

12248697_1069743356401303_93897352_n 12212561_1069743359734636_139577015_n
არაჩვეულებრივი განცდაა როდესაც ეხები იმ მაგიდას, რომელთანაც ნიკალა შედევრებს ქმნიდა. დგახარ კიბის ქვეშ და აცნობიერებ რომ ყველაფერი გენიალური უბრალოებაში იბადება. ნიკალას ოცნება ყოფილა თბილისში ისეთი ადგილის არსებობა სადაც იქნებოდა სამოვარი, მხატვრები შეიკრიბებოდნენ, ჩაის დალევდნენ და ისაუბრებდნენ, როგორც ყველა დანარჩენი ეს ოცნებაც მის სიცოცხლეში აუხდენელი დარჩა, მისი სურვილის საპატივცემულოდ, ფიროსმანის #29-ში,  სამოვარი დადგეს. ასევე შეგიძლიათ ესტუმროტ სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმს.

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის დათვალიერების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თქვენი ემოციები “შთაბეჭდილებების წიგნში” ჩაწეროთ.

იხილეთ ასევე: ბესარიონ ხიდეშელი – ქართველი შემოქმედის პირადი გამოფენა ამერიკაში

თქვენც გამოაგზავნეთ ბლოგები სტუდინფოს თავისუფალ სივრცეში მეილზე: [email protected]

ავტორი: სალომე თინიკაშვილი

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები