სტუდენტებმა ლუკა დავიანტის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს

აქტუალური

,,ლუკას ფლი მარკეტ’’(Luka’s flea market) – ამ სახელწოდების საქველმოქმედო აქცია გაიმართა 18 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქციის ფარგლებში მიმდინარეობდა სუვენირების, წიგნების, ნახატების, ფოტოების, სამკაულების, ხელნაკეთი ნივთებისა თუ ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტს, 19 წლის ლუკა დავიანტის დაუდგინდა თავის ტვინის სიმსივნე. მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია და ესაჭიროება საზღვარგარეთ სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც 50 000 ლარზე მეტი ჯდება.

[textmarker color=FE9A2E]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

,,გუშინდელი დღე წარმატებით დასრულდა!  ჩვენ შევძელით შეუძლებელი – 11 საათიდან 7 საათამდე მართლა მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ და, მიუხედავად სიცივისა, მიუხედავად დაღლისა, საუკეთესო დღე იყო. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სტუდენტები ერთად დიდი ძალა ვართ’’,- გვითხრა ქეთი გოგუაძემ, თსუ-ის ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ლუკას დასახმარებლად მანამდეც გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი თსუ-ის მე-6 კორპუსში, რომელშიც მონაწილეობა სტუდენტების გარდა ლექტორებმაც მიიღეს.

სტუდენტები ამბობენ, რომ ლუკას დასახმარებლად კვლავ გააგრძელებენ მსგავსი ტიპის აქციებს. ამ ორი ღონისძიებიდან შემოსულმა თანხამ კი დაახლოებით 3500 ლარი შეადგინა.

,,აღფრთოვანებული ვარ თქვენით ბავშვებო… ბედნიერია ლუკა ასეთი მეგობრები რომ ჰყავს. ის სკოლაში პატარობიდანვე გამოირჩეოდა თავისი მტკიცე ხასიათით, ბუნებით ძლიერი იყო და ამ განსაცდელსაც თქვენი თანადგომით აუცილებლად დაძლევს. არ შემიძლია, ლუკას ახლობლების სახელით, გულწრფელი მადლობა არ გადაგიხადოთ იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. გჯეროდეთ ცხოვრებაში ერთიასად დაგიბრუნდებათ თქვენი სიკეთე. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა კეთილ საქმეში. მიყვარხართ ყველანი და მეამაყება, საქართველოს ასეთი ახალგაზრდობა რომ ჰყავს!’’,- ასე გამოხატა მადლიერება ლუკას მასწავლებელმა, ფატიმა ციმინტიამ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მცირედი წვლილი შეიტანეს ლუკას გამოჯანმრთელების საქმეში.

ლუკა დავიანტის სახელზე ლიბერთი ბანკში გახსნილი ანგარიშის ნომერია GE74LB0711119238796000.

1 2 3 4 5 6 7 8 9

ავტორი: ნათია დაშნიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები