განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების საერთო საცხოვრებელის გახსნის შესახებ.
გახსნის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პირადად დაესწრო.
[textmarker color=FE9A2E]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
„სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი ორ ქალაქში – ახალციხესა და ახალქალაქშია განთავსებული. მიმდინარე წელს განხორციელდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია ახალქალაქში, ოცი წლის განმავლობაში ელოდნენ სტუდენტები გაძარცვული და მიტოვებული შენობის აღდგენას. ამიერიდან კი, სასტუმრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს მოემსახურება და ამით, სწავლის ხელმისაწვდომობას გაზრდის, უფრო მეტად მოიზიდავს და დაამეგობრებს სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს. თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებლის არსებობა ხელს შეუწყობს სხვა ქალაქებიდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
იხილეთ შესაბამისი ფოტომასალა: