ანალიტიკური თემების კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსები

„სტუდენტები საჯარო პოლიტიკაში“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის აცხადებს ანალიტიკური თემების კონკურსს „სტუდენტები საჯარო პოლიტიკაში“, რომლის მიზანია გამოავლინოს აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდები, ხელი შეუწყოს მათი მოტივაციის გაზრდას, საზოგადოების წინაშე წარდგენას და სამოქალაქო სექტორში შემდგომ აქტიურ ჩართულობას.

ორგანიზაცია სტუდენტებს სთავაზობს თავისუფალ თემებს მიმდინარე სამ აქტუალურ საკითხზე.

  • პირველ ეტაპზე, მოხდება საკონკურსო თემების მიღება.
  • მეორე ეტაპზე ორგანიზაცია გამოავლენს წარმატებულ თემებს და მის ავტორებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საჯარო პრეზენტაციებში.
  • მესამე ეტაპზე მოხდება წარმატებული თემის ავტორებთან შეხვედრები და ორგანიზაციის მენტორები კონკურსანტებს მოამზადებს საჯარო პრეზენტაციის მომზადებაში.
  • მეოთხე ეტაპზე, წარმატებული ავტორები მონაწილეობას მიიღებენ თემების საჯარო გამოსვლაში. კანდიდატებს დაეთმობათ ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს პრეს-კლუბი, სადაც მოხდება საკუთრი ხედვების წარმოდგენა. პროცესს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ცნობილი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით. მოხდება საჯარო პრეზენტაციის ჩაწერა, სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსება და კონკურსანტის გამოსვლაზე ფოტოქრონიკის მომზადება. ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ მონაწილეს.
  • მეხუთე ეტაპზე მოხდება კონკურსში მონაწილე გამარჯვებული და წარმატებული ავტორების დაჯილდოება. პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულ ავტორს გადაეცემა 300 ლარი, მეორე ადგილზე გასულს – 200 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ავტორს – 100 ლარი.
  • მეექვსე ეტაპზე კონკურსის ყველა თემა გამოქვეყნდება ორგანიზაციის სამეცნიერო ჟურნალში.

საკონკურსო პირობები:

კონკურსანტმა უნდა მოამზადოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი თემიდან ერთ-ერთი, მისთვის სასურველი თემა:

  1. არის თუ არა მედია საქართველოში თავისუფალი?
  2. რატომ ვირჩევთ ევროპას?
  3. ხალხი და დემოკრატია

თემის მომზადების პრინციპები:

  1. საკითხის ანალიზი, შეფასება, მსჯელობა, დიკუსია და პერსპექტივა;
  2. საკითხის შესაბამისობა მიმდინარე პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ მოვლენებთან;
  3. თემის ლაკონურობა.

თემაში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:

  1. სათაური;
  2. ავტორის სახელი და გვარი;
  3. საკონტაქტო ინფორმაცია

თემის მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:

  1. ავტორმა თემის ელექტრონული ვერსია უნდა გადმოგაზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე: [email protected]; სათაურის ველში მიუთითეთ საკონკურსო თემის დასახელება.
  2. კონკურსში რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2015 წლის 04 დეკემბერი, 18:00 საათი.
  3. საკონკურსო კომისია განიხილავს მიღებულ თემებს და გამოავლენს კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ ავტორებს, არაუგვიანეს 2015 წლის 8 დეკემბრისა.

დამატებითი ინფორმაციისათვის:

(+995 32) 237 45 03

ელ.ფოსტა: [email protected];

ვებგვერდი: www.barristers.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები