თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“ სთავაზობს, რომლის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების მეოთხე კურსის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
- თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით:
- ხელოვნება
- სპორტი
- განათლება
- ვეტერინარია
- სამართალი
- ტრანსპორტი
- ჯანდაცვა და მედიცინა
- არქიტექტურა მშენებლობა
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- კომპიუტერული მეცნიერებები
- ბიზნესის ადმინისტრირება
- საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები
- არქიტექტურა-მშენებლობა
სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის წევრ სტუდენტებს.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ აპლიკაცია 17 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით 24:00 საათამდე.