5 წიგნი, რომელმაც თანამედროვე სამყაროზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა

ლიტერატურული გვერდი

კარგი წიგნები ცხოვრებას ცვლის, უდიდესი ნამუშევრები – თაობებს. მთელი თანამედროვე სამყაროს ხუთი წიგნით კლასიფიცირება დანაშაული იქნებოდა, თუმცა შესაძლებელია იმ წიგნების გამოყოფა, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა დღეს გაბატონებული იდეოლოგიების ფორმირებაზე. შესაძლოა ქვემოთ მოყვანილ სიას ყველა არ დაეთანხმოს, მაგრამ უდავოა რომ ამ წიგნების გავლენა დღევანდელ მსოფლიოზე უზარმაზარია.

1)“თავისუფლების შესახებ“ – ჯონ სტიუარტ მილი

1

პირველად გამოიცა 1859 წელს, წარმოადგენს ავტორის ყველაზე ცნობილ ნაშრომს. თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც მოკლე ესე; წიგნი ავითარებს ინდივიდუალური თავისუფლების იდეას სახელმწიფოსა და ისტორიის ჭრილში. მთავარი სათქმელი არის ის, რომ თავისუფლება აუცილებელი ღირებულებაა როგორც ინდივიდისათვის, ისე საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საზოგადოება სახელმწიფოს თვალში დიდ მნიშვნელობას იძენს.

2) „გეოგრაფია“ – პტოლემეოსი

4
შეიძლება ზოგმა იფიქროს, რატომ უნდა მივანიჭოთ ამხელა მნიშვნელობა დღეს იმ წიგნს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 150 წელს დაიწერა, მაგრამ საქმე ისაა, რომ პტოლემეოსმა თავის ნაშრომში საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე გეოგრაფიის საწყისებს.

3) „მედიცინის კანონი“ – ავისენა

3

ნაშრომი 1026 წესლს, არაბულ ენაზე დაიწერა ცნობილი სპარსი ექიმის, ავისენას მიერ. წიგნში შეჯამებულია ბერძენი, ინდოელი და სპარსი მედიკოსების მიერ დაგროვებული ცოდნა სამედიცინო მეცნიერებაში. აღნიშნულმა ნაშრომმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მედიცინის ფორმირებას.

4) „ერთა სიმდიდრე“ – ადამ სმიტი

2
„ადამიანი ცხოველია, რომელიც სავაჭრო ოპერაციებს (გაცვლებს) ახორციელებს. არც ერთ სხვა ცხოველს მსგავსი რამ არ ახასიათებს.“
ამ წიგნში გაჟღერებული იდეები თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური სისტემის შექმნის წინაპირობებად იქცა. საბაზრო ეკონომიკა, თვით-ინტერესი და შეზღუდული მმართველობა წიგნში ჩამოყალიბებული სისტემის სამი მთავარი პრინციპია. ამ წიგნმა შესაძლოა ყველა სხვა ლიტერატურულ ნაშრომზე დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე საყოფაცხოვრებო სტანდარტების გაუმჯობესებაში.

5) „მათემატიკური პრინციპები“ – ისააკ ნიუტონი

newton3-1
წიგნი, რომელიც 1687 წელს გამოიცა, მოიცავს თანამედროვე ფიზიკისა და მათემატიკის საფუძვლებს. უნივერსალური მიზიდულობის კანონი, ნიუტონი დინამიკის სამი ძირითადი კანონი, კეპლერის კანონი – ყველა მათგანი ამ წიგნშია მოქცეული. ამ ნაშრომმა აღიარება მხოლოდ დროთა განმავლობაში მოიპოვა, მეცნიერებმა თანდათან გააცნობიერეს მასში აღწერილი წესებისა და კანონების ჭეშმარიტება და რევოლუციური ხასიათი.

იხილეთ ასევე: “გარდიანის” რეიტინგი: 10 წიგნი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

წყარო: pentagist.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები