ლევ ტოლსტოი – რატომ ეტანებიან ადამიანები ალკოჰოლს

ლიტერატურული გვერდი

როგორ ავხსნათ ფაქტი, რომ ადამიანები იყენებენ სხვადასხვა საშუალებას, რათა გონება დაიჩლუნგონ? სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი – არაყი, ლუდი, ოპიუმი თუ მორფი. რატომ ისწრაფვიან ადამიანები სიჩლუნგისკენ?

რატომ ცდილობენ საკუთარი გონების დაჩლუნგებას?

ჰკითხეთ ნებისმიერ ლოთს, რატომ სვამს, ის გიპასუხებთ: „სასმელი მამხნევებს.“

ალკოჰოლის მოხმარების მიზეზი მის გემოში კი არ მდგომარეობს, ან იმ სიამოვნებაში, რასაც მისი სმის შედეგად იღებენ. მიზეზი უფრო მარტივი და მკაცრია: ადამიანი ცდილობს დაემალოს სინდისის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს.

როცა ადამიანი ფხიზელია, მას რცხვენია ისეთი რაღაცების, რისიც სიმთვრალეში აღარ ერიდება. სწორედ ესაა ის ცდუნება, რომელიც ადამიანს სიჩლუნგისკენ მოუწოდებს. ადამიანები მაშინ სვამენ, როცა რამისგან გაქცევას ცდილობენ ან ისეთი საქციელის ჩადენა სურთ, რომელიც მათ სინდისს ეწინააღმდეგება, თუმცა ცხოველურ საწყისებს ეხმიანება.

ფხიზელ ადამიანს რცხვენია მეძავთან მისვლის, ქურდობის, მკვლელობის. მთვრალ კაცს არცერთი ჩამოთვლილი ქმედების არ რცხვენია, ამიტომაც როცა საქმე ისეთი საქციელის ჩადენაზე მიდგება, რომელიც გონებრივ სიჩლუნგეს მოითხოვს, ადამიანი ალკოჰოლს ეტანება.

[textmarker color=F5A9E1]✔გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ft

იხილეთ ასევე: 20 წიგნი, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა წაიკითხოს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები