კურტ ვონეგუტი – 8 რჩევა, როგორ დავწეროთ კარგი მოთხრობა

ლიტერატურული გვერდი

წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკელი მწერლის კურტ ვონეგუტის 8 რჩევას, როგორ დავწეროთ კარგი მოთხრობა:

1. როცა სრულიად უცნობ ადამიანთან შენი ნაწერით ურთიერთობ, ისე გამოიყენე დრო, რომ მან ის დაკარგულად არ ჩათვალოს;

2. მიეცი მკითხველს მინიმუმ ერთი ისეთი პერსონაჟი, რომელსაც უგულშემატკივრებს;

3. ყველა პერსონაჟს უნდა სურდეს რაღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი;

4. ყველა წინადადება ორიდან ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს: უფრო კვეთდეს პერსონაჟის სახეს ან მოთხრობის დინამიკას ავითარებდეს;

[textmarker color=F5A9A9]✔ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

5. დასაწყისშივე იმდენად ახლოს იყავი დასასრულთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია;

6. იყავი სადისტი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად საყვარელი და უმანკოა შენი მთავარი პერსონაჟი, თავს დაატეხე საშინელი მოვლენები, რათა მკითხველმა ყველა სიტუაციაში წარმოიდგინოს ის, მისი რეალური სახე;

7. წერე იმისთვის, რომ ასიამოვნო მხოლოდ ერთ ადამიანს. თუ შეეცდები, რომ მთელი მსოფლიო ჩაიტიო გულში და გონებაში, შენს მოთხრობას პნევმონია დაემართება.

8. მიეცი შენს მკითხველებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, რაც შეიძლება მოკლე დროში. მკითხველმა იმდენად უნდა იცოდეს, რა, სად და როგორ ხდება, რომ მას თავად შეეძლოს მოთხრობის დასრულება, ამიტომ ბოლო გვერდები შეგიძლია ჩრჩილს მიუგდო შესაჭმელად.

იხილეთ ასევე: ჯონ ქეიჯის 9 რჩევა სტუდენტებს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები