მუსიკის გარეშე სიცოცხლე შეცდომა იქნებოდა
ნაწყვეტი წერილიდან, რომელიც ნიცშემ 14 წლის ასაკში დაწერა:
ღმერთმა მუსიკა გვიბოძა, რათა მან ყველაფერზე აგვამაღლოს. მუსიკა ყველა თვისებას აერთიანებს: მას შეუძლია აღგვაშფოთოს, გამოგვაფხიზლოს, გაგვამხნევოს, შეუძლია ყველაზე გაყინული გულებიც კი გაალღოს უთბილესი მელანქოლიური ნოტებით. მაგრამ მისი პრინციპული დანიშნულება ერთია: უწინამძღვროს ჩვენს ფიქრებს მაღალი დანიშნულებისაკენ, აგვამაღლოს და გაგვაკეთილშობილოს. მუსიკალური ხელოვნება უფრო ხშირად აღწევს ადამიანის სულში ვიდრე სიტყვიერი, პოეზიის ხელოვნება. მუსიკა, რომელიც მხოლოდ ბუტაფორიულ ფუნქცია ატარებს და ყურადღების გადატანის ზედაპირული გზაა, ცოდვილი და საზიანო წარმონაქმნია.
მაგალითისთვის, შოტლანდიური სტვირის ხმოვანება ბედნიერების გახმოვანებას ჰგავს. მუსიკის გარეშე სიცოცხლე შეცდომა იქნებოდა. გერმანელები ხომ ღმერთსაც მგალობლად წარმოიდგენენ.