ხარისხიანი უმაღლესი განათლება თანამედროვე, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი სახელმწიფოს შენების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენს ქვეყანაში, თანდათან წარსულს ბარდება დრო, როდესაც სტუდენტის მიერ სამსახურის დაწყებას საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად უყურებდა. ნელ-ნელა ხდება დასავლური ქვეყნების მიერ დანერგილი თეზისის გაზიარება: პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის სწავლის პერიოდში თეორიული ცოდნის გარდა, საჭიროა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაც. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც სტუდენტური დასაქმება მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ნაწილადაა ქცეული, ხორციელდება არა ერთი პროგრამა, სადაც დამსაქმებლებად, როგორც სახელმწიფო და უმაღლესი სასწავლებლები, ასევე კერძო სექტორში მომუშავე პირები გამოდიან.
რა ხდება საქართველოში? რამდენად ეხმარებათ სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სამომავლოდ? როგორია სტუდენტების მოლოდინი მომავალ სამუშაოსთან დაკავშირებით?
ამ კითხვებზე სტუდენტების პასუხი არაერთგვაროვანია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სოფო ბურჯალიანი, რომელიც ბიზნესის ფაკულტეტზეა და მენეჯმენტის მიმართულების მე_2 კურსზე სწავლობს, ამბობს, რომ ახლა დასაქმების პერსპექტივა ნებისმიერ ადგილზე ძალიან ცოტა აქვს. ამის მიზეზად კი უნივერსიტეტში ლექციების განაწილების ცუდ გრაფიკს ასახელებს. მომავალში არ იცის სად იმუშავებს, თუმცა იმედი აქვს, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დასაქმებაში დაეხმარება.
2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო უწყებებში სტუდენტების სტაჟირების პროგრამა დაიწყო. ამ პროექტის მიხედვით, ათასობით სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაიაროს.
კიდევ ერთი სტუდენტი, ლიკა ღვინაშვილი, რომელიც სეუ_ს უნივერსიტეტში მენჯმენტს სწავლობს, ფიქრობს, რომ უნივერსიტეტში მიღებული განათლება მეტ-ნაკლებად დაეხმარება სამსახურის დაწყებაში. მაგისტრატურის გაგრძელებას გერმანიაში აპირებს და ჯერ არ იცი სად და როგორი იქნება მისი მომავალი სამსახური.
განსხვავებული აზრი აქვს სამხატვრო აკადემიის მე_3 კურსის სტუდენტს გიორგი გორგიაშვილს. იგი ავეჯის დიზაინზეა და თვლის, რომ აკადემიაში მიღებული ცოდნა სამომავლოდ გამოადგება, თუმცა ამჟამად სკოლაშია დასაქმებული და ბავშვებს ხატვას ასწავლის.
2015 წელს გრძელდებოდა სტუდენტთა დასაქმების პროგრამები. მათ შორის იყო ,,საქართველოს ფოსტის’’ საზაფხულო შეთავაზება სტუდენტებისთვის და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სოციალური პროექტი, რომელიც უგრანტოდ დარჩენილ სტუდენტებს თავისთან დასაქმებას დაჰპირდა. ,,ხშირად ახალგაზრდები საკმაოდ მძიმე სამუშაო გრაფიკსაც თანხმდებიან ხოლმე, რაც პრაქტიკულად აღარ უტოვებს მათ სწავლისათვის საჭირო დროს. ცენტრი ასეთ სტუდენტებს თანამშრომლობას სთავაზობს. ბაკალავრიატის საფეხურის დასრულებამდე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ტრენინგებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდნენ დროებით სამუშაოებზე. პირველ ეტაპზე პროექტში რამდენიმე სახელმწიფო სასწავლებლის (თსუ, სტუ, ილიაუნი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია) ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას’’,- აღნიშნული იყო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე დიდ მასშტაბზეა გათვლილი დასაქმების სააგენტო ,,ეიჩარის’’ ყოველწლიური პროექტი ,,დასაქმების ფორუმი’’, რომელიც იწვევს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
თსუ_ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი გოგია, რომელიც ჟურნალისტიკის მიმართულების რუსულ სექტორზეა და წელს ბაკალვრს ხურავს, ამბობს რომ ჟურნალისტიკის სწავლას საერთეოდ არ სჭირდება 4 წელი და ამ პროფესიით დასაქმებაც ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ,,ჟურნალისტი ან ხარ ან არა. ბოლო შემთხვევაში, პროფესიის დაუფლებისთვის მაგისტრატურის 2 წელიც კმარა. ტყულიად დავკარგე ამდენი დრო. სამომავლოდ ჩემი ძალების მოსინჯვას და თავის განვითარებას პიარში, რეკლამასა და მარკეტინგიში ვაპირებ. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია ეს სფეროები,’’- გვითხრა გიორგიმ. ახლა ჟურნალ ,,OK’’_ში მუშაობს მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერად და თავს ამ სფეროში კომფორტულად გრძნობს.
[textmarker color=D0A9F5]✔გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].
,,საქართველოს უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაკალვრის ხარისხი 2015 წელს მომენიჭა. საქართველოს უნივერსიტეტი გეხმარება მიიღო თეორიულ ცოდნასთან ერთად პარაქტიკული ცოდნაც, მუდმივი პრეზენტაციები და პროექტები არ გაძლევს მოდუნების და თეორიულ ცოდნაზე გაჩერების საშუალებას. იყო სტაჟირებები, დაბალანაზღაურებადი სამსახურები, ერთი სიტყვით ყველაფერი იყო სტანდარტულად, როგორც ხდება კარიერს პირველ ნაბიჯებზე’’,- ამბობს თამარ ხოსროშვილი, რომელიც ახლა ,,ნიკორას’’ შვილობილი კომპანიის ,,მზარეული1’’-ის მარკეტინგის მენეჯერია.
ალექსანდრე მამუკაშვილი იმ სტუდენტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ჯერ არ იცის რა იქნება მომავალში. იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს და ფიქრობს, რომ თუ სტუდენტი მონდომებულია და ღრუბელივით იწოვს ყველაფერს, მაშინ საკმარის ცოდნას აგროვებს, რომ დასაქმდეს შესაბამის დაწესებულებაში. ,,მთელი ცხოვრება ეგ კითხვა მაქვს ჩემს თავთან და ვერ მიპასუხია. მე არ ვაპირებ პროფესიით დასაქმებას, მხატვრობა-კალიგრაფიას დავახმარე უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა. არ ვიცი, სად ვიმუშავებ, მტკივნეული თემაა’’,- გვითხრა მან.
გარდა ზემოთ აღნიშნული დასაქმების პროგრამებისა, დასაქმების ვებ-პორტალებზე ვხვდებით ვაკანსიებს, რომლებზეც მუშაობის დაწყების შესაძლებლობა სტუდენტებსაც ეძლევათ, თუმცა რამდენად შეეფერება ეს ვაკანტური ადგილები მათ პფროფესიულ ცოდნას სხვა საკითხია. მაშინ პრობლემა რაშია? უნივერსიტეტბი არ იძლევიან განათლების მაღალ დონეს? თუ მათ მიერ მიცემული ცოდა არ შეესაბამება პრაქტიკულ სტანდარტებს? იქნებ სტუდენტები არ აქტიურობენ ისე როგორც საჭიროა? ასეა თუ ისე სხვადასხვა სტუდენტის არაერთგვაროვანი პასუხი, გაურკვევევლი სამომავლო გეგმები, საკუთრაი პროფესიისგან განსხვავებულ ადგილზე მუშაობა თუ უმუშევრად დარჩენილი სტუდენტების რაოდენობა ცხადყოფს, რომ საჭიროა საფიძვლიანი კვლევა ჩატარდეს რა კანონზომიერება არსებობს განათლების ხარისხსა და დასაქმების პერსპექტივას შორის. ასევე მნიშვნელოვანია გამოვლინდეს ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ორ მახასიათებელს შორის, რაც პასუხს გასცემს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს. ამით დაინტერესებული უნდა იყოს როგორც განათლების სამინისტრო, ისე უმაღლესი სასწავლებლები.
იხილეთ ასევე: სტუდენტი ამბობს: “ფულს ვიხდი და იმ საგანს ვსწავლობ, რომელიც უინტერესოა”
ავტორი: ნათია დაშნიანი