გაბრიელ გარსია მარკესი – როგორ გადავწყვიტე მწერლობა

ლიტერატურული გვერდი

„თუ მწერლობას დააპირებ, ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილამდე შიმშილის სხვა გზებიც არსებობს.“

მე არასოდეს ვყოფილვარ ჩემი ძმასავით დამოუკიდებელი და გამბედავი, ის მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც სურდა. სკოლის პერიოდში რაღაც ეტაპზე ცუდი გზით წავედი, ვსვამდი ალკოჰოლს, გავიჩინე ცუდი მეგობრები, ვაცდენდი გაკვეთილებს… როცა ეს ყველაფერი დედაჩემმა გაიგო, მან შემდეგი სიტყვებით მომმართა:

-არ ვიცი რა მოგიხერხო… ეს ყველაფერი მამაშენს რომ ვუთხრა, ალბათ მოკვდება. რატომ ვერ ხვდები რომ ოჯახის სიამაყე ხარ?

მშობლებისთვის ყველაფერი მარტივი იყო – მე უნდა მიმეღო განათლება და მეშოვა სტაბილური შემოსავლის მქონე სამსახური.

[textmarker color=F5A9A9]✔ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ჩემთვის კი საქმე უფრო რთულად იყო და ერთ დღესაც დედ-მამას მივახალე:

„უარს ვამბობ საერთოდ რამე გამოვიდე. ნუ მაიძულებთ იმად ვიქცე, რაც არ მინდა, ან რაც მხოლოდ თქვენ გინდათ.“

ამან გარკვეული შედეგი გამოიღო და მალე ჩაფიქრებულმა დედაჩემმა მითხრა:

„ამბობენ, რომ თუ მოინდომებ, შეგიძლია კარგი მწერალი გამოხვიდე.“

მსგავსი არასოდეს არაფერი გამეგო ჩემს ოჯახში. მიფიქრია იმაზე, როგორ ვიქნებოდი მუსიკოსი, ვიმღერებდი ეკლესიაში, დავხატავდი ან ლექსებს დავწერდი კვირაობით, მაგრამ მწერლობაზე არასოდეს დავფიქრებულვარ.

‘თუ მწერლობას დააპირებ, ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილამდე შიმშილის სხვა გზებიც არსებობს.’ – ვუთხარი დედაჩემს.“

1

იხილეთ ასევე: ერნესტ ჰემინგუეი – „როგორ უნდა იქცე კარგ მწერლად“

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები