“მართალია, მიყვარს ჩემი ილიაუნი, მაგრამ იმდენი პრობლემაა, რომ ტეხავს ამდენი ხნის უნივერსიტეტს მსგავსი რაღაცები რომ აქვს გამოსასწორებელი.
ყველაზე ელემენტარული რომ ავიღოთ, რა გახდა ერთი ისეთი პროგრამისტი არგუსი რომ გამოასწოროს, ავირჩიო ის საგანი რაც მაინტერესებს და არა ის რომელზეც ადგილი დარჩება, ფულს ვიხდი და იმ საგანს ვსწვალობ რომელიც უინტერესოა, ეგეც თუ გამიმართლა, თუ არადა საგნები დამემთხვევა და მერე მშვიდობით არავის აინტერესებს სულ რომ 400 განცხადება დაწერო 90%-ია იმის ალბათობა, რომ არ დაგიკმაყოფილებენ მოთხოვნას (ხასიათს გააჩნია ალბათ).
მეორეც, პრობლემატურია ლექტორების საკითხი (რა თქმა უნდა, ყველასი არა) რომლებიც საერთოდ სამკურნალოები არიან და ფსიქიკურად არამყარები ან უბრალოდ გათხოვება სჭირდებათ (ამ დროს სკოლის მასწავლებლები მახსენდება), რათა უფრო სამართლიანები იყვნენ და საგნის შეტენვაზე არ ფიქრობდნენ.
და ბოლოს, რატომ არ უნდა შემიშვან ლიგამუსში გარეთ ნაყიდი 50 თეთრიანი ყავით?! იქნებ არ მაქვს 2 ლარი იულიუსის ყავა რომ დავლიო მაგათთაან, მაშინ გამიკეთონ ნორმლაური ეზო, რომ არ მომიწიოს ძალით მწეველი გოგონების ყურება „ნაფაზის“ დაურტყმელობით რო იხრჩობიან და შემეძლოს წყნარად ყავის დალევა.”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ)
თუ თქვენც გაქვთ პროტესტის გამოთქმის სურვილი, მოგვწერეთ, ჩვენ მივიტანთ თქვენს ხმას უნივერსიტეტამდე: [email protected]