თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი ბიბლიოთეკა ამ უნივერსიტეტის უარყოფითი „სავიზიტო ბარათია“. უნივერსიტეტში ვერ ნახავთ სტუდენტს, რომელიც აქ არ მოხვედრილა და ადამიანს, რომელსაც ამ შენობის შესახებ არ სმენია. ეს ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი მასშტაბურია და აქ , როგორც სიამაყით გვამცნობენ ხოლმე, 5 000 000-მდე წიგნია „დაცული“. რამდენიმე დღის წინ , ბიბლიოთეკის მიწისქვეშეთს ვსტუმრობდით, სტუმრობა ხმამაღალი ნათქვამია, გასაიდუმლოებულ ოპერაციას უფრო ჰგავდა. შენობის ნულოვან და მინუსოვან სართულებზე ჩასვლა , რატომღაც, „უცხო პირთათვის აკრძალულია“, ალბათ, ჰგონიათ, რომ იმ მდგომარეობის ნახვა, რაც შენობის ქვედა სართულებზე ხდება, უნივერსიტეტის რეპუტაციას შეარყევს. ჩვენი მიზანი კი შემდეგი იყო: ამ პრობლების აქტუალიზაცია და ყველასთვის, განსაკუთერებით სახელმწიფოსთვის ჩვენება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია ეს ერთ დროს საამაყო და ახლაც ბუმბერაზად მდგომი შენობა.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ჩასასვლელს კამერა აკონტროლებს, თუ ვინმე „უცხო“ პირი შევა, თუმცა აქ სიტყვა „უცხო“ ზედმეტია, რადგან უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკა სწორედ სტუდენტებისაა. როგორღაც მოვახერხეთ ჩასვლა და როგორც იტყვიან, „რაც იქ დაგვხვდა, გაგაოცებთ“. თავიდან ყველაფერი უბრალოდ ძველ გარემოს მოგაგონებთ, ძველი საქაღალდეები, ძველი იატაკი და სიძველის სუნი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილა. სივრცე უზარმაზარია, ჩვენი დათვლით მიწის ქვემოთ 4 ან 5 სართულია. რაც უფრო დაბლა ჩადიხარ, იმატებს ნესტის სუნი, იმატებს სიბნელე და უკაცრიელობა. ფიქრობ, რისთვის უნდა ყოფილიყო საჭირო ეს უზარმაზარი სივრცეები , რომლებიც ახლა ჩერნობილის რომელიმე მიტოვებულ შენობას დამსგავსებია. იმის ფიქრში, სადმე ობის სოკოსაგან მუტაციაგანცდილი არსება არ გამოხტეს, ყველგან ვერ შედიხარ , არადა სანახავი ბევრი იყო. ყველაზე მტკივნეული ცარიელი, დაჟანგებული , ძველი თაროების ნახვა იყო, ფიქრობ, ერთ დროს აქ სიცოცხლე დუღდა და ჩანაფიქრშიც უნდა ედუღა. უამრავი დეტალია, რომელიც ვერ გადავიღეთ, ვერ შევამჩნიეთ ან სულაც უარყოფითი ემოციებით დატვირთულს გადაგვავიწყდა. საბოლოოდ, ღრმად მიწაში ჩასულს, იქ , სადაც წიგნის საცავები და/ან საწყობები უნდა იყოს, არათუ უბრალოდ დანესტიანებული, წყალშემოპარული სივრცეები გხვდება, არამედ წყალი იმდენად აღწევს მიწიდან, რომ , ფაქტობივად, ტალახში დადიხარ. ხვდები, რომ წყალზე დგას შენობა. ერთ სიმღერაშია : ”სასწავლო კედლებს საბჭოთა სუნი ასდის” , ასდის, მაგრამ ეს სუნი კიდევ უარესია. როგორც ამბობენ, ამაზე უარესი სიტუაციაა შენობის სხვა ნაწილებში და უშუალოდ წიგნების საცავებში.
გამოსავალი რაში შეიძლება ვეძიოთ?- პასუხი ერთმნიშვნელოვანია – სახელმწიფო პრიორიტეტების მიხედვით, პირველ ადგილზე ჯანდაცვაა, მეორე ადგილზე თავდაცვა, მესამე ადგილზე კი ტურიზმი და ინფრასტრუქტურა, განათლებას კი მხოლოდ მეოთხე ადგილი ხვდა წილად. სანამ განათლება, ამ სიტყვის ფართო დეფინიციით, არ გახდება სახელმწიფოს პრიორიტეტი , მანამდე ასე გაგრძელდება ჩვენი და სხვა უნივერსიტეტების მდგომაროებაც. სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე, მეურვეობის გარეშე უნივერსიტეტი ფონს ვერ გავა და ის, რომ ეს უნივერსიტეტი სახელმწფოა, კვლავ მხოლოდ სახელში დარჩება ასახული – ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო(?) უნივერსიტეტი.
იხილეთ ასევე: სტუდენტი ამბობს
ავტორი: თორნიკე შევარდნაძე