ნინო ბაქრაძე დაიბადა თბილისში მუსიკოსების ოჯახში. ფორტეპიანოზე დაკვრა 9 წლის ასაკიდან დაიწყო. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ კი, სწავლა განაგრძო ამერიკის შეერთებულ შტატებში ალექსანდრე კორსანტიას კლასში. ნიუ ინგლანდ და ბოსტონ კონსერვატორიების შემდგომ მან ჩააბარა არიზონის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში საფორტეპიანო და სიმფონიურ სადირიჟორო ფაკულტეტებზე, სადაც პარალელურად მუშაობს როგორც ასისტენტ- პროფესორი.
გასული წლის განმავლობაში მან გაიმარჯვა ლუის ტრესტერის, არიზონის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ბოზენდორფერის და ცინცინატის საერთაშორისო კონკურსებში. National Society of Letters and Art – მა კი მას მიანიჭა არიზონის საუკეთესო პიანისტის წოდება.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
გასული წლის განმავლობაში მან მოიგო ლუის ტრესტერის, არიზონის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ბოზენდორფერის და ცინცინატის საერთაშორისო კონკურსები. National Society of Letters and Art – მა კი მას მიანიჭა არიზონის საუკეთესო პიანისტის წოდება.
ნაყოფიერი გამოდგა მისთვის ახალი სასწავლო წელიც, ორიოდე კვირის წინ მან მოიპოვა პირველი ადგილი და ოქროს მედალი ლუიზიანას პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომლის დახმარებითაც ნინომ შეძლო შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელება, თავის Facebook გვერდზე გააზიარა არიზონას უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ვრცელი სტატია, რომელიც ქართველ სტუდენტს მიეძღვნა. სტატიის თანახმად, ნინომ საერთაშორისო ყურადღება მიიქცია არა მარტო თავისი ნიჭით, არამედ მაღალი პროფესიული ოსტატობითა და ინდივიდუალიზმით.
„ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ არა მხოლოდ ნინოს პერსონალური ტრიუმფით, არამედ იმითაც, რომ მან არიზონას უნივერსიტეტის სამუსიკო სკოლას არაერთხელ გაუთქვა სახელი!“ – ტანის გიბსონი, არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი.
გარდა ფულადი პრიზისა, ლუიზიანას პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულ ბაქრაძეს ექნება სოლო კონცერტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის დებიუტი კარნეგი ჰოლში და კონცერტები ევროპაში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. უახლოეს მომავალში იგი ჩაწერს და გამოსცესმს კომპაქტ დისკს.
„ადრეული ასაკიდან მახსოვს ის შეგრძნება, რომელიც მეუფლებოდა, მაშინ როცა შესრულების შემდეგ აპლოდისმენტებით მაჯილდოვებდნენ. მივხვდი, რომ ეს ჩემი გზა იყო. სწავლის გაგრძელების სურვილი მაქვს, მთელ დროს სწავლას ვუთმობ, მინდა, რომ ზრდა გავაგრძელო, მომწონს ეს პროცესი და ვგრძნობ, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე“, – აღნიშნა ახალგაზრდა პიანისტმა.
იხილეთ ასევე: სტუდენტური სახე: ეკა ყანჩაველი – “ყველაზე დიდ სიამოვნებას მუსიკა მანიჭებს”