ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება „ინფორმაციის ძალა “ და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი ატარებს კონკურსს საუკეთესო ესეების ავტორთა გამოსავლენად. მონაწილეობის მიღება შეუძლია აწსუ-ს ყველა სტუდენტს. კონკურსის პირველ ტურში მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ესე თემაზე: “ჩემი აკაკი წერეთელი”

კონკურსანტებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინოს (ქართულ ენაზე/ მოც. 120-დან 300 სიტყვამდე) 4 ნოემბრამდე ელექტრონული ფოსტის საშუალებით (informationalpower@gmail.com) ან შეავსოს მიმაგრებული ფორმა.

ნაშრომები შემოწმებულ იქნება კომპეტენტური ჟიურის მიერ. მოწონებული ესეების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის შემდეგ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 7 ნოემბერს. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს უნივერსიტეტის დიდ სამკითხველო დარბაზში მოუწევთ ახალი საკონკურსო ესეს დაწერა. მეორე საკონკურსო ესეს სათაური გადმოგეცემათ ადგილზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები