“არც ფული მაქვს, არც რესურსი, არც იმედები. მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ.”
1. იმუშავე მხოლოდ ერთი მიმართულებით, სანამ მას ბოლომდე არ მიიყვან;
2. ნუ აღელდები, იმუშავე მშვიდად, სასიამოვნოდ და დაუღალავად იმაზე, რაც შენს ხელთაა;
3. იმუშავე პროგრამის და არა ხასიათის მიხედვით. შეისვენე მაშინ, როცა, დაგეგმილი გაქვს;
4. როცა არ შეგიძლია შექმნა, არც მუშაობას აქვს აზრი;
5. უმჯობესია ყოველდღე ცემენტის მცირე რაოდენობით გაამაგრო შენი მიღწევა, ვიდრე სასუქებით პირთამდე გაავსო;
6. შეინარჩუნე ადამიანობა. იარე ხალხში, დააკვირდი მათ, დალიე, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევ;
7. ნუ იქნები ეტლში შებმული ცხენი, მხოლოდ მაშინ იმუშავე, როცა ეს სიამოვნებას მოგანიჭებს;
8. უარი თქვი შენს პროგრამაზე, როცა ამის აუცილებლობას იგრძნობ, მაგრამ მეორე დღეს კვლავ დაუბრუნდი, ჩაუღრმავდი, დახვეწე.
9. დაივიწყე წიგნები, რომელთა დაწერაც გინდა, იფიქრე მხოლოდ იმ წიგნზე, რომელსაც წერ;
10. წერა შენი უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს. ხატვა, მუსიკა, მეგობრები, კინო, ყველაფერი ეს მოიცდის.
იხილეთ ასევე: ფრანც კაფკა სიყვარულისა და მოთმინების შესახებ