კონკურსი ახალგაზრდებისთვის: მოიფიქრეთ ორიგინალურ სლოგანი და მიიღეთ ფულადი პრიზი

დასაქმება

10-17 ნოემბერს დაგეგმილ „მეცნიერების კვირეულთან“ დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს ორიგინალურ სლოგანზე, რომლის გამარჯვებულიც სამინისტროს მიერ ფულადი პრიზით, 500 ლარით დაჯილდოვდება.
სლოგანი უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ აღემატებოდეს ხუთ სიტყვას. ამასთან, სხარტი, მარტივი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული. მისი შინაარსი მოიცავდეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.
სლოგანის შეფასების კრიტერიუმებია: თემასთან შესაბამისობა, აზრის ლაკონურად და ორიგინალურად გადმოცემის უნარი და ტექსტის გრამატიკული და შინაარსობრივი სისწორე (პლაგიატის შემთხვევაში სლოგანი არ განიხილება). რაც შეეხება კონკურსის ვადას, ამისთვის განკუთვლი იქნება კონკურსის გამოქვეყნებიდან 4 სამუშაო დღე.
„მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა გამოფენები და კონფერენციები მოეწყობა. კვირეულის მიზანს ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება, მეცნიერების პრესტიჟის გაზრდა და მისი პოპულარიზაცია წარმოადგენს.

საკონკურსო სლოგანი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]. ელექტრონულ ფოსტაში სრულად უნდა იყოს მითითებული გამომგზავნის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები