თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვლადიმერ პაპავას კაბინეტის წინ სტუდენტთა შიმშილი გრძელდება. მოშიმშილეები აცხადებენ, რომ ,,მდუმარე აქციას’’ გაგრძელებენ მანამ, სანამ რექტორი პოსტს არ დატოვებს.
,,ჩვენ საკითხს გლობარულად ვუყურებთ. როცა ადამიანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს და სტუდენტებისგან გებულობს უნივერსიტეტში არსებული პრობლემმების შესახებ, უბრალოდ, სირცხვილია. რექტორს ემსახურება 23 კაციანი აპარატი, მათგან ბევრი კვალიფიციურია, იმასაც ვამბობ, რომ ვლადიომერ პაპავა საკმაოდ განათლებული და პატივსაცემი პიროვნებაა, თუმცა იკვეთება ორი პრობლემა_ რექტორი ან შეგნებულად უგულებელყოფას პრობლემებს, ან უბრალდ შეცდომები ეპარება’’,- განაცხადა იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გიორგი სარალიძემ.
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
კითხვაზე თუ რატომ უჭერს თვითმმართველობას მხარს სტუდენტთა მხოლოდ მცირე რაოდენობა, პასუხი შემდეგი იყო: ,,ყველა ვთანმხდებით იმ აზრზე, რომ რასაც ვითხოვთ ლოგიკურია და კარგი, თუმცა არსებობს დაპირისპირებული ჯგუფი გიორგი ბენაშვილის ხელმძღვანელობით. ის და მისი კარგად მომზადებული სტუდენტთა წრე საკმაო გავლენას ახდენს სხვა სტუდენტებზე. შეუძლებელია მისმა დემაგოგიურმა სტატიებმა გავლენას არ იქონიოს სტუდენტებზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არ გამოვყვეთ მათ უშვერ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს’’.
რამდნიმე საათის წინ გაფიცულ სტუდენტებს შეხვდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე ნატალია ბარათელი. მან სტუდენტებს სიმშვიდისა და დიალოგისკენ მოუწოდა.
,,ეს პრობლემები, რაზეც სტუდენტები საუბრობენ, ჩემთვის ცნობილია. გამოხატონ უკმაყოფილება ეს მათი იურიდიული უფლებაა, თუმცა საერთოდ არ ვარ მომხრე რადიკალიზმს, საჭიროა დიალოგზე წასვლა. პრობლემები მოდის იქიდან რომ ცვლილებებია შესატანი უნივერსიტეტის კანონმდებლობაში, არ გვაქვს საბიუჯეტო დაფინანსება, რაც გვაქვს ის მიზანმიმართულად უნდა იყოს გაწერილი. რაც შეეხება ვლადიმერ პაპავას გადადგომას, თავად რომ დათანხმდეს ამ მოთხოვნოს, ვფიქრობ, აკადემიური საბჭო არ დაეთანხმება ამ გადაწყვეტილებას’’,- აღნიშნა ნატალია ბარათელმა.
სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული „მდუმარე აქცია“ პაპავას კაბინეტის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შალვა საბაური – „უამრავმა ლექტორმა დაგვირეკა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა“
ლადო პაპავა მისი გადადგომის მოთხოვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს
ავტორი: ნათია დაშნიანი