სოციალურად დაუცველ სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ივენთი

თბილისის მერიაში სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტების (ოჯახის სარეიტინგო ქულა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 70 000 და ნაკლებია) სწავლის საფასურის თანადაფინანსებას.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

მიმდინარე სემესტრში დაფინანსების მსურველებმა განაცხადები უნდა წარადგინონ თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას 7). განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 20 ნოემბერი.

ვადის ამოწურვის შემდეგ განცხადებები არ მიიღება. სტუდენტმა განცხადება უნდა დაწეროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის სახელზე.

როგორც სტუდენტურ ამბებს თბილისის მერიაში განუცხადეს, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს თანადაფინანსების მისაღებად განაცხადები ყოველი სემესტრის წინ უნდა წარადგინონ.

წარსადგენი დოკუმენტაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მერიის ცხელ ხაზს 2 72 22 22

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები