უმბერტო ეკო – კარგად წერის მთავარი წესები

ლიტერატურული გვერდი

32323

1. გახსოვდეს რომ პრუსტი არ ხარ, ნუ გამოიყენებ ხშირად გრძელ წინადადებებს. თუ თავში მოგივა, ფურცელზეც გადმოიტანე, მაგრამ ძალით ნუ შეაკოწიწებ. არ შეგეშინდეს ერთი და იმავე თემის რამდენჯერმე ხაზგასმის.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

2. ფსევდო-პოეტი, რომელიც მთავარ სათქმელს ლექსებში პირდაპირ ამბობს, ცუდი შემოქმედია. დანტედან დაწყებული ელიოტით დამთავრებული, ყველა დიდი პოეტი მიმართავდა პროზას, როცა რამე კონკრეტულის თქმა სურდათ.

3. თუ პოეტი ხარ, ნუ გამოეკიდები უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომებს.

4. ნუ ითამაშებ მარტოსული გენიოსის როლს.

5. ნურასოდეს განმარტავ ირონიას. შეგიძლია გამოიყენო არაპირდაპირი წინადადებები, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა ექნება.

6. ხშირად ნუ გამოიყენებთ ძახილის ნიშნებს, იმისთვის, რომ ხაზი გაუსვათ ამა თუ იმ მონაკვეთის მნიშვნელობას. ძახილის ნიშანი დასაშვები მაშინ, თუ შენი მიზანია მკითხველი ადგილზე შეხტეს და ერთ კონკრეტულ სათქმელზე გამახვილდეს. მაგრამ თუ რამის მნიშვნელობას ვუსვამთ ხაზს, ჯობია ეს ძახილის ნიშნის გარეშე გავაკეთოთ.

7. მაშინ, როცა რიტორიკულ კითხვასა თუ რაღაც ქვეტექსტის მქონე წინადადებას ვიყენებთ, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ მკითხველი შეძლებს მის გაშიფრვას. მათი განმარტება საჭირო არ არის. თუ ვფიქრობთ რომ ჩვენი მკითხველი იდიოტია, ასეთი წინადადებები საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ, ხოლო თუ ვიყენებთ და განვმარტავთ, ამით საკუთარ მკითხველს იდიოტებს ვუწოდებთ.

eco1

 

ცნობილი მწერლების უცნაური ჩვევები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები