თსუ-ს თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვს

აქტუალური

დღეს სამ საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნაც თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომა იყო.

თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, რექტორთან შეხვედრაზე მათ რამდენიმე მოთხოვნა წარადგინეს, მათ შორის დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის მოხსნა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუმცა მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რაც აქციის დაგეგმვის ერთ-ერთ წინაპირობად იქცა:

„სამუდამოდ უნდა დასრულდეს უნივერსიტეტში არსებული ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც უნივერსიტეტში ქმნის იმ უძრაობის ფონს, რომლის მსხვერპლიც თითოეული სტუდენტია.

მოგიწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, ვისთვისაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ღირებული, მობრძანდეთ 20 ოქტომბერს, 15.00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში“ – ნათქვამია თვითმმართველობის facbook განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას სტუდენტთა მოზრდილი ნაწილი სარკასტული კომენტარებით გამოეხმაურა.

აქციაზე თვითმმართველობის წევრებმა სტუდენტებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ აუცილებელია უნივერსიტეტში არსებული სისტემის შეცვლა.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

„გუშინ გვქონდა რექტორთან შეხვედრა და ბევრ პრობლემაზე, რომელიც დაყენებული იყო ადმინისტრაციის წინაშე, პასუხი ვერ მივიღეთ. მეხუთე მოწვევის თვითმმართველობამ 1 წელი დახარჯა კარს მიღმა მოლაპარაკებებზე, ცდილობდა სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ალტერნაიული გზა ამოვწურეთ და ახლა ის დროა, როცა თვითმმართველობა ნებისმიერ ადგილას, სადაც სტუდენტებს სჭირდებათ, დაუდგება გვერდით. ისეთმა პირებმა, რომლებიც თავიანთ კომპეტენციას ვერ ასრულებენ და ვერ გვცემენ პასუხს, უნდა დატოვონ თანამდებობა“, – განუცხადა “სტუდინფოს” თსუ-ს თვითმმართველობის წევრმა გიორგი კაკაურიძემ.

11111111111111111111

პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებსა და ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმაც:

„უფრო მეტი წყალი ჩამოდის მეორე კორპუსში, მეექვსე კორპუსში, მაღლივიდან ცვივა ფანჯრები და გადარჩნენ სტუდენტები რომ იმ მომენტში არ იმყოფებოდნენ იქ. რექტორთან გუშინდელი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. დღევანდელი დღე იქნება გადამწყვეტი უნივერსიტეტის ისტორიაში.“

2222222222222 33333333333333333

55555555555555

 

Graduation Party ქართულ უნივერსიტეტებში

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები