სტუდენტებისთვის “დები ზარანდიების სახელობის სტიპენდია” დაწესდება

აქტუალური

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი „SOCO“ მისი დამფუძნებლისა და დირექტორის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და მხარდაჭერით 20 ოქტომბერს 17:00 საათზე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში აწყობს თბილისში 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაღუპული ,,დები ზარანდიების სახელობის სასტიპენდიო“ პროექტის პრეზენტაციას.

[textmarker color=A9F5A9]გსურს შეისწავლო ბუღალტერია? გაეცანი საბუღალტრო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].

პროექტის ფარგლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებების 20-ზე მეტ სტუდენტს დაენიშნება ყოველთვიური 150 ლარიანი სტიპენდია. მათ შორის არიან სტუდენტები, რომელთა ოჯახებიც დაზარალდა 13 ივნისის სტიქიის დროს და ასევე ,,დები ზარადნიების“ ოჯახის მიერ შერჩეული სტუდენტები სამეგრელოდან.

პრეზენტაციას დაესწრებიან მომავალი სტიპენდიანტები და დები ზარანდიების ოჯახის წევრები ხობის რაიონიდან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები