ქეთევან ჯაშის განცხადების შესახებ ილიას უნივერსიტეტმა მოკვლევა დაიწყო

კატეგორიის გარეშე

გუშინ სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც ასახულია ჰუმანიტარული ფაკულტეტის ერთ-ერთი ლექტორის, ქეთევან ჯაშის მიმართვა სტუდენტებისადმი. ამ მიმართვაში ის თავის სტუდენტებს ლიგამუსში სახელმძღვანელოს შეძენას ავალებს და იქვე აღნიშნავს, რომ “ამას გაითვალისწინებს ნიშნის წერის დროს.”

wwww

აღნიშნულმა ინფორმაციამ მძაფრი პროტესტი გამოიწვია სტუდენტებში.

ფაქტს მალე გამოეხმაურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც, რომელმაც ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემდეგი განცხადება გაავრცელა:

გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორის შესახებ. ინფორმაციის მიხედვით, პროფესორი სტუდენტებს ურჩევდა კონკრეტული სახელმძღვანელოს შეძენას, რასაც უკავშირებდა მათ აკადემიურ შეფასებას. ასეთი ქმედება შორსაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დამკვიდრებული კეთილსინდისიერი ქცევის პრაქტიკისაგან და წარმოადგენს უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური პერსონალის ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპების უხეშ დარღვევას.აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დაწყებულია მოკვლევა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესით.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები