„არგუსი უხარვეზოდ მუშაობს,“ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

სტუდენტური პრობლემები

ღმერთი ყველას უვლენს განსაცდელს, ილიაუნელებს არგუსი გვერგო.

“სტუდენტი ილიაუნიდან”

 

არგუსი არჩევანის უზრუნველყოფის ელექტრონული სისტემაა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს საშუალებას თავად აირჩიონ სასურველი საგნები. მიიღონ ინფორმაცია, შეფასებების, ცხრილის, დავალიანების, საუნივერსიტეტო სიახლეების შესახებ. სტუდენტებს აგრეთვე შეუძლიათ მიიღონ შეტყობინებები, თავადაც დაწერონ და გაგზავნონ განცხადებები. სისტემა სპეციალურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისაა შექმნილი და ამგვარი სახით საქართველოში უნიკალურია.

მის ეფექტურ მუშობასა და პრობლემებზე აქტიურად მიმდინაორეობს საუბარი მაშინ, როდესაც არგუსი არჩევის რეჟიმში ირთვება. ეს ხდება ყოველი სემესტრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე და ჩართულია სწავლის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში.

arg

გთავაზობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტის კომენტარს არგუსის სისტემასთან დაკავშირებით.

მეორე კურსის სტუდენტი ეკატერინე ხუბულური:

“ვარ მეორე კურსის სტუდენტი, არგუსის მუშაობით იმ მხრივ ვარ კმაყოფილი, რომ მთელი წლის განმავლობაში რომელ დროსაც მინდა შემიძლია შევამოწმო ქულები, მაგრამ საშინელებაა ის, რომ, ზუსტად არჩევის რეჟიმში ჩემ მიერ წინასწარ დალაგებული ცხრილი ირევა. ანუ ხშირად იმ საგნებს, რომელთა არჩევაც გინდა, ვერ ირჩევ, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დასწრებაზეა და ნელი ინტერნეტი გაქვს. ამასთან უკმაყოფილო ვარ იმის გამოც, რომ ჯგუფებია არეული და მაქვს დიდი შუალედები ლექციებს შორის. თუკი ეს ყველაფერი გამოსწორდება და არგუსი ისეთი იქნება, როგორც ჩვეულებრივი სწავლის დღეებშია, კმაყოფილი ვიქნები.“

საპირისპირო დამოკიდებულება აქვს სტუდენტს თეონა შანიძეს. იგი აცხადებს, რომ არგუსს მუშაობით კმაყოფილია:

„ჯერჯერობით არგუსთან დაკავშირებით პრობლემა არ შემქნია და საგნებიც კარგად ავირჩიე, ამიტომ ვფიქრობ, საკმაოდ მოხერხებული სისტემაა. ის ფაქტი, რომ ზოგმა სტუდენტმა ვერ მოასწრო სასურველი საგნის არჩევა და პრteona shanidzeობლემები შეექმნა, მათივე მოუწესრიგებლობის ბრალი მგონია, რადგან თუ დროულად შეხვალ და ცხრილიც და ჯგუფებიც სავარაუდოდ წინასწარ გექნება განსაზღვრული, ვთვლი, რომ შეძლებ არჩევას. საჭიროა სტუდენტებისგან მეტი მობილიზაცია.“

 

უკმაყოფილებას გამოთქვამს ილიაუნის მეორე კურსელი თამუნა ბუჩუკური:

“არგუსით უკმაყოფილო ვარ, რადგან არჩევის დროს ძალიან გაჭედა, ჯგუფები ჯერ არ იყო გახსნილი, მერე არეული იყო ცხრილი, ინგლისურის ლექტორები არ ეწერა, ადგილებიც მალე შეივსო და შესაბამისად მოგვიწია ისეთი საგნების არჩევა რაც არ გვინდოდა. ადმინისტრაციამ ორგანიზება უნდა გაუკეთოს საიტს, რადგან როდესაც ამდენი ადამიანი შედის, ჰქონდეთ გარანტია რომ არ გაიჭედება.“

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სტუდენტების მხრიდან მსგავსი შეფასებების მოსმენის შემდეგ სტუდინფოს ჟურნალისტი ესაუბრა სისტემის ადმინისტრატორს, ირინა ბაზღაძეს, რომელმაც დაწვრილებით განიხილა სტუდენთა მხრიდან დასახელებული პრობლემები და წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემიც.

ირინა ბაზღაძე:

“პირველ რიგში ვიტყვი, რომ არგუსის გაჭედვას წელს ადგილი არ ჰქონია და ამის დადასტურება შეიძლება, ტექნოლოგიურად და არა მხოლოდ სიტყვიერად. 12 საათზე, როდესაც ჩავრთეთ სისტემა არჩევის რეჟიმში პირველი კურსის 3000 სტუდენტისთვის, იგი ოდნავ შენელდა, 3 საათზე მონაწილეობას იღებდა უკვე 8 ათასზე მეტი აქტიური სტუდენტი.

bazgh

ვინაიდან 12-ზე სისტემა შენელდა ვიფიქრეთ, რომ ამდენს ვერ გაუძლებდა და დავამატეთ 3 დამატებითი სერვერი. არანაირი შეფერხება არ ყოფილა და შემიძლია მონაცემების სახით გითხრათ,რომ 3 საათზე სისტემის გაშვებიდან 13 წუთში გაკეთებული იყო 36 911 არჩევანი. რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია რამენაირი ტექნიკური ხარვეზი ყოფილიყო.

დაახლოებით 15:28 წუთზე გაკეთებული იყო 40 432 არჩევანი,რასაც თუ მათამატიკურად გამოვთვლით, მივიღებთ, რომ 8086-მა სტუდენტმა ნახევარ საათში აირჩია 5 სასწავლო კურსი. ხოლო ამჟამინდელი მონაცემია 53 434 და უხეშად რომ ვთქვათ 10 686 სტუდენტს არჩეული აქვს 5 სასწავლო კურსი.

ეს იმას ნიშნავს, რომ არგუსს პრობლემა არ ჰქონია. გვქონდა ადრე პრობლემები და ეს გადმონაშთია. ახლა მოდის განცხადებები – ესა და ეს საგანი ვერ ავირჩიე, სისტემამ გამიჭედა და ადგილი დამიმატეთ. მსგავსი განცხადებები არ განიხილება, რადგან სტუდენტი ამ სიტყვით მანიპულირებს, ჩვენ კი ვუმტკიცებთ, რომ არგუსი უხარვზოდ მუშაობს. ამის დასტურია სტატისტიკა და ასევე გუგლის მონაცემები. ფაქტია, გუგლს ვერ მოატყუებ და მას მცირე ვარდნაც კი არ უჩვენებია.

ჩვენ აქტიურად ვადევნებთ ტვალ-ყურს სისტემასთან დაკავშირებულ გართულებებს. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა ინგლისურის ჯგუფები გადაივსო, მსგავს შემთხვევებში ფაკულტეტის ადმისნისტრაცია ამუშავებს სტატისტიკას და გასცემენ განკარგულებას რომ დაამატონ ჯგუფები, რადგან ეს სავალდებულო საგანია.

გარდა ამისა, ადმისნისტრაცია მაქსიმალურად უწყობს ხელს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, შეძლონ იმ საგნების არჩევა რაც არ გაუვლიათ.“ – განაცხადა ირინა ბაზღაძემ.

ავტორი: სალომე აფციაური

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები