1. ვუდი ალენი: რეჟისორისა და მწერლის საუკეთესო შემოქმედება მისი დეპრესიის ანარეკლია. „დღეც არ გაივლის ისე, რომ თვითმკვლელობაზე არ ვფიქრობდე. რატომ არ უნდა მოვიკლა თავი? ამ კითხვის დასმა ყოველთვის მიწევს, რადგან ცხოვრების გაგრძელებაში დიდ აზრს ვერ ვხედავ.“ – ეს ვუდი ალენის სიტყვებია.
2. ჰანს კრისტიან ანდერსენი: მის დეპრესიას არაერთი მიზეზი ჰქონდა – გენეტიკა, ომი, მოწყენილობა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა უფროდაუფრო ვითარდებოდა, პირად ცხოვრებაში მწერალი კვლავ უბედური იყო. ის არასოდეს დაქორწინებულა და დეპრესიის დასაძლევად ევროპაში მოგზაურობაც კი გადაწყვიტა, რომლის დროსაც გარდაიცვალა კიდეც.
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
3. აგათა კრისტი: დეტექტივების ცნობილი მწერალი 1926 წელს 11 დღით გაქრა და ბოლოს ინგლისის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოაჩინეს. ფსიქიატრები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა გამოწვეული იყო ნერვული აშლილობით, რომელიც მწერალს მთელი ცხოვრება სტანჯავდა.
4. ჩარლზ დიკენსი: ფსიქოლოგიის არაერთი პროფესორი მიიჩნევს, რომ ბევრისთვის საყვარელ მწერალი ინდივიდუალიზმის გახლეჩით იტანჯებოდა.
5. ფიოდორ დოსტოევსკი: ცნობილი ეგზისტენციალისტი მწერალი სიცოცხლის ბოლოს აზარტულ თამაშებზე იქცა დამოკიდებულად, ამით ის საკუთარი დეპრესიისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ერთხელ მან თქვა – უდიდესი ბედნიერებაა იცოდე უბედურების მიზეზი.
6. უილიამ ფოლკნერი: ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა დეპრესიით გამოწვეულ ალკოჰოლიზმს.
7. ერნესტ ჰემინგუეი: ერთხელ ჰემინგუეის ჰკითხეს, რა იყო მწერლისთვის ყველაზე სასარგებლო ვარჯიში ადრეული ასაკიდან. „უბედური ბავშვობა.“ – უპასუხა მწერალმა, რომელმაც სიცოცხლე ფისქიკურად დაავადებულთა კლინიკაში თვითმკვლელობით დაასრულა.
8. კურტ ვონეგუტი: დეპრესია მისი ოჯახის გენეტიკაში იყო გამჯდარი – დედამისმა თავი მოიკლა, როცა ვონეგუტი ჯერ კიდევ 22 წლის იყო. 1984 წელს ვონეგუტმა თავადაც სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ გადარჩა.