სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა

ინფორმერი

ჟურნალი EGO სტუდენტებისთვის ლიტერატურულ კონკურსს ატარებს და დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

თუ თქვენ ფლობთ უნარს წეროთ, გიყვართ ლიტერატურა, თვლით რომ თქვენი ესეები, სტატიები თუ სხვა ნაშრომები EGO- ს ძირითად მიმართულებას ემთხვევა, მაშინ ეს გამოწვევა სწორედ თქვენთვისაა.

სტუდენტების წარმოდგენილი ნამუშევრებიდან გამომცემლობა შეარჩევს სამ საუკეთესო ავტორს, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, სერტიფიკატი და ასევე მათი ინტერვიუები დაიბეჭდება EGO-ს ფურცლებზე საიუბილეო გამოცემაში, რა თქმა უნდა, საუკეთესო ნამუშევართან ერთად.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

საკონკურსო მასალა უნდა მომზადდეს მითითებული რუბრიკებიდან ერთ-ერთისთვის:

  • ლიდერი
  • ერთი დღე
  • დაიჯესტი (კულტურის მიმოხილვა)
  • სპეც.პროექტი (თემა თავისუფალი)
  • განათლება
  • სრულყოფილება დეტალებში
  • სასაჩუქრე იდეები
  • ოჯახი და კარიერა
  • სტილი
  • საკუთარი ბიზნესი
  • სხვადასხვა ( შესაძლოა მასალის სოციალურ თემაზე მომზადება)
  • გასტრონომია
  • რჩევები მოგზაურებს
  • მშვენიერი ქალბატონი
  • საკუთარი ოთახი
  • საუკეთესო ინტერიერები
  • სტილი (მოდა)
  • პერსონა
  • პორტრეტი

მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 1 გვერდი და მაქსიმუმ 2,5 გვერდი (9 შრიფტი Sylfaen)

ნამუშევართან ერთად მონაწილეომ უნდა წარმოადგინოს CV და ავტობიოგრაფია (9 შრიფტი Sylfaen) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ch.gigauri@flit.ge

ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები