აშშ-ის საელჩო სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას აცხადებს

დასაქმება

ამერიკის საელჩო საქართველოში სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას აცხადებს. სტაჟირება ცხადდება ორ პოზიციაზე: სტაჟიორი თავდაცვის სფეროში საფრთხის შემცირების სააგენტოში და სტაჟიორი რეგიონული უსაფრთხოების განყოფილებაში.

სტაჟირება მოიცავს ნახევარგანაკვეთიან სამუშაო დღეს, კვირაში 20-30 სთ.

სტაჟირების ვადა 6 თვე.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის  სტუდენტებს. აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.

სტაჟირების მსურველებმა დოკუმენტაცია მატერიალური სახით უნდა წარმოადგინონ აშშ-ის საელჩოში ან გაგზავნონ ფაქსით.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბმულებზე:

სტაჟიორი თავდაცვის სფეროში საფრთხის შემცირების სააგენტოში

სტაჟიორი რეგიონული უსაფრთხოების განყოფილებაში

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები