საინტერესო ფაქტები ცნობილ მწერლებზე

ლიტერატურული გვერდი

ჯეკ კერუაკმა თავისი რომანი „გზაზე“ ერთი გრძელი ფურცლის გრაგნილზე დაწერა, რომლის სიგრძეც 120 მეტრია.

keru
ერთხელ ფიცჯერალდმა ერთ-ერთი გამომცემლის გაზონზე დაიწყო ცეკვა იმისთვის, რომ მისი ყურადღება მიექცია. საბოლოოდ ის გაზონის მომვლელმა შენიშნა და ეზოდან გააგდო.
მოგვიანებით, ფიცჯერალდს ერთ მოთხრობაში დაახლოებით 55 000 დოლარს უხდიდნენ.

ficje

კაფკა ნუდისტურ პლაჟზე დადიოდა, მაგრამ საცვალს არასოდეს იხდიდა, ამიტომ მას „კაცი საცურაო კოსტუმით“ შეარქვეს.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

kafka

როცა 1922 წელს მარსელ პრუსტი და ჯეიმს ჯოისი ერთმანეთს შეხვდნენ, სადილის ფონზე მხოლოდ საკუთარი ალიმენტების შესახებ საუბრობდნენ. მოგვიანებით კი აღიარეს რომ არცერთი არ იცნობდა ერთმანეთის შემოქმედებას.

proust_joyce1

მოლიერი სცენაზე გარდაიცვალა, როცა როლს ასრულებდა საკუთარივე პიესიდან. ბედის ირონია ისაა, რომ ის ჰიპოხონდრიაკის როლს თამაშობდა

.

Molière_-_Nicolas_Mignard_(1658)

სელინჯერი ერთი პერიოდი ხვდებოდა ქალს, რომელმაც ის მიატოვა და მოგვიანებით ჩარლი ჩაპლინს გაჰყვა ცოლად.

salinger-poet-SUB-superJumbo
ტოლკიენი („ბეჭდების მბრძანებლის“ ავტორი) დროდადრო ანგლო-საქსონი მეომარივით იცმევდა და საკუთარ მეზობელს საბრძოლო ყიჟინით მისდევდა ქუჩაში.

tolkien-reading
ჯეიმს ჯოისის უკანასკნელი სიტყვები იყო: „ნუთუ არავის ესმის?“

james-joyce
ტრუმან კეპოტე არასოდეს იწყებდა ან ამთავრებდა ნაწარმოებს პარასკევს და ასევე არასოდეს ჩერდებოდა სასტუმროს იმ ოთახში, რომლის ტელეფონის ნომერსაც რიცხვი 13 ერია.

truman_capote_rose
სასტუმროში ყოფნისას აგატა კრისტს ყოველთვის ჰქონდა თოკი, რათა ხანძრის შემთხვევაში ევაკუაცია საკუთარი ძალებით მოეხდინა.

agatha_christie_in_19371
არსებობს ასტეროიდი, რომელსაც კურტ ვონეგუტის სახელი ჰქვია.

kurt_vonnegut_by_cloudsfall

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები