ნიცშეს 10 რჩევა მწერლებს

ლიტერატურული გვერდი

1. სტილი უნდა იყოს ცოცხალი, რადგან სიცოცხლე წერისასაც პრიორიტეტული ფენომენია.
2. სტილი უნდა იყოს მორგებული იმ ადამიანზე, რომელთანაც კომუნიკაციის დამყარება გინდა (ორმხრივი ურთიერთობის კანონი).
3. სანამ წერას დაიწყებდეს, მწერალმა უნდა განსაზღვროს თუ რისი თქმა უნდა მკითხველისთვის. წერის პროცესი კი ამ განსაზღვრების მიმიკაცია უნდა იყოს.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
4. იქიდან გამომდინარე, რომ მწერალს რიტორის ბევრი თვისება არ ახასიათებს, მას თავისი ტექსტისთვის მაქსიმალურად ექსპრესიული მოდელი უნდა ჰქონდეს არჩეული, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სათქმელი ფერმკრთალად გამოჩნდება.
5. ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი სიმდიდრე ჟესტების მრავალფეროვნებაში გამოიხატება. მწერალი უნდა გრძნობდეს წინადადებების სიგრძეს, ინტერპუნქტუაციას, პაუზებს, უნდა შეეძლოს სიტყვების სათანადოდ არჩევა და ეს ყველაფერი ჟესტებივით გაითავისოს;
6. ფრთხილად იყავით წერტილებთან. მხოლოდ ისინი იყენებენ წერტილებს ბუნებრივად, რომლებიც წინადადებებს შორის ხანგრძლივ შესვენებებს აკეთებენ. სხვებისთვის წერტილი მხოლოდ ეფექტის მოხდენის საშუალებაა.
7. სტილმა უნდა დაამტკიცოს, რომ მწერალს სჯერა იდეის და გარდა იმისა, რომ მასზე უფიქრია, გრძნობს კიდეც, როგორც საკუთარ ნაწილს.
8. რაც უფრო აბსტრაქტულია სიმართლე, რომლის გადმოცემასაც მწერალი აპირებს, მით უფრო უნდა ეცადოს ის შეგრძნებების გაძლიერებას მკითხველში.
9. საუკეთესო სტრატეგია მწერლისთვის, რომელიც პროზაში მოღვაწეობს ისაა, რომ მიუახლოვდეს პოეზიას, მაგრამ არასოდეს გადაკვეთოს იგი.
10. არაა ჭკვიანური, მკითხველს შეკამათების უნარი წაართვა, უფრო ჭკვიანურია, მისცე საშუალება, თავად გამოიტანოს არსი შენი სიბრძნისგან.

nietzsche

 

ჯონ სტეინბეკის 6 წესი მწერლებისთვის

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები