სტუდენტი და ლექტორი (ბალადა)

ინფორმერი

ერთხელ ზარმაცსა სტუდენტსა მაღალი ქულა მოსწყურდა,

ლექტორს პირისპირ დაუდგა, საუბრის გაბმა რომ სურდა.
თურმე იმავ დროს ლექტორსა გასჭირვებოდა თავისა,
უძილო იყო წინადღის და მონატრული ყავისა

სტუდენტი უცებ რომ ეცა, რათა ქულებზე ებაზრა,
მყის სილაბუსი დაკეცა, რათა პასუხი გაეცა.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

შემოუძახა:
-შენ, შვილო! ვერ ეღირსები ქულასო,
რომ აღარ ფიქრობ დასწრებას და ჰბაძავ ნაგვის ურნასო,
ჩაგირგავს თავი ხელებში, არ უსმენ ლექციასაო,
გაირჭობ ყურსასმენებსა და ჩართავ მუსიკასაო.

-რა ბრძანებაა, ბატონო, რას მერჩით მე საწყალსაო?
თქვენ ლაპარაკობთ მე გისმენთ, ასე გიბრუნებთ ვალსაო.

-მაშ მე ვსტყუიო? გაჩუმდი! ნუ წაგიგდია ენაო!
წინა სემესტრშიც კი მახსოვს შენგან უგვანო ხვრენაო!

-მე ახლა გავხდი სტუდენტი, სემესტრიც არ გამივლიაო
როგორ მნახავდი წინა წელს თუ რაღაც არ აგერიაო?

-მომწყინდა შენთან კამათი, ენა ჩაიგდე ჩქარაო,
საგნის შეტენვა რომ მნებავს, მიზეზად ეგეც კმარაო.

უთხრა და ქულა ჩაუგდო, გულში ჩაუდო ტკივილი,
ლექტორთან ზარმაც სტუდენტსა როდის გასვლია ჩივილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები